Escape from the Studio '06

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Escape from the Studio '06
EscapefromtheStudio06.jpg
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ
ჩატარების ადგილები აზია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა, აფრიკა
დაკავშირებული ალბომი Death Magnetic
დაწყების თარიღი 13 მარტი, 2006
დასრულების თარიღი 15 აგვისტო, 2006
კონცერტების რაოდენობა 16
9 ევროპაში
3 აფრიკაში
3 აზიაში
1 ჩრდილოეთ ამერიკაში
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია
Madly in Anger with the World Tour
(2003-2004)
Escape from the Studio '06
(2006)
Sick of the Studio '07
(2007)

Escape from the Studio '06 იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 2006 წელს გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი მეცხრე, მაშინ ჯერ კიდევ უსათაურო სტუდიური ალბომის, Death Magnetic, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 2008 წლის 9 სექტემბერს.

წინა ტურნეზე ლარსმა აღნიშნა, რომ მომდევნო ტურნეზე, სავარაუდოდ, შეასრულებდნენ ახალ სიმღერებსაც. 2006 წლის 6 ივნისს ბერლინში ჩატარებული შოუ მეტალიკამ გახსნა სიმღერით ჯერ არ გამოსული ალბომიდან, დროებითი სახელწოდებით The New Song, რომელიც დაახლოებით რვა წუთს გრძელდებოდა. მას ფანებმა Death Is Not the End უწოდეს, სიმღერაში ამ ფრაზის ხშირი გამეორების გამო, თუმცა ჯგუფს სახელწოდების შესახებ არაფერი უთქვამს. ტექსტი, როგორ ჩანს, ეხებოდა რეინკარნაციას, ან, ჯეიმზის „ხელახლა დაბადებას“, გათავისუფლებას ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან.

12 აგვისტოს ტოკიოში შეასრულეს კიდევ ერთი ახალი სიმღერა The Other New Song. ეს სიმღერა ბევრად მოკლე იყო წინაზე და სულ სამ წუთს აღწევდა. ფანების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთის აზრით, იგრძნობოდა პანკის პიონერების, ჯგუფის The Misfits, დიდი გავლენა. თუ მეორე სიმღერა ბევრი ასპექტით არ შეესაბამებოდა ჯგუფის სტილს, პირველი სიმღერის ფრაგმენტები აისახა ახალ ალბომში, კონკრეტულად კი კომპოზიციაში The End of the Line.[1]

ტურნეზე პირველად ჯგუფის ისტორიაში შესრულდა ალბომი Master of Puppets სრულად, თანამიმდევრობის დაცვით, ამ ალბომის გამოსვლის 20 წლისთავთან დაკავშირებით.[2] ამ ალბომიდან ცოცხლად იშვიათად შესრულებული ინსტრუმენტალი Orion მიეძღვნა მისი პირველადი ავტორის, კლიფ ბარტონის ხსოვნას.

ტურნეს ლოგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერა „Metallica“ ლოგოზე შედგენილია მეტალიკის რამდენიმე ალბომისა და სინგლისგან, ამოჭრისა და ჩასმის მეთოდით:

  • M ალბომიდან Ride the Lightning.
  • E ალბომიდან Garage Inc..
  • T ალბომიდან Load (უფრო მუქია, ვიდრე ეს Load-ზე იყო).
  • პირველი A ალბომიდან ...And Justice for All.
  • პირველი L ალბომიდან Live Shit: Binge & Purge.
  • მეორე L ...And Justice for All დროის სინგლიდან (მაისურიდან) One.
  • I ვიდეო-ალბომიდან Cunning Stunts.
  • C ალბომიდან Kill 'Em All.
  • მეორე A ალბომიდან St. Anger.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(აღებულია 2006 წლის 18 მარტის შოუდან სამხრეთ აფრიკაში)

  1. Creeping Death
  2. Fuel
  3. Harvester of Sorrow
  4. Welcome Home (Sanitarium)
  5. For Whom the Bell Tolls
  6. St. Anger
  7. King Nothing
  8. I Disappear
  9. Wherever I May Roam
  10. Fade to Black
  11. Battery
  12. Sad but True
  13. Nothing Else Matters
  14. Master of Puppets
  15. One
  16. Enter Sandman
  17. Seek & Destroy

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. METALLICA Bassist TRUJILLO: New Album Is Dynamic, Heavy And Groovin'. News. Roadrunner Records (2007-06-04). წაკითხვის თარიღი: 2007-07-18.
  2. Blabbermouth.net - Metallica Perform Entire 'Master Of Puppets' Album Again At Germany's Rock Im Park. Roadrunner Records. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-04-27. წაკითხვის თარიღი: 2010-01-17.