Frantic (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Frantic“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან St. Anger
B-მხარე Blackened (საკონცერტო)
Harvester of Sorrow (საკონცერტო)
No Remorse (საკონცერტო)
Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო)
Frantic (UNKLE-ის რემიქსი)
გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერი, 2003
ჩაიწერა 2002 წლის მაისი-2003 წლის აპრილი
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 5:50
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი კირკ ჰემეტი,
ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი,
ბობ როკი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„St. Anger“
(2003)
Frantic
(2003)
„The Unnamed Feeling“
(2004)
აუდიომაგალითი
yes

Franticამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეორე სინგლი და პირველი სიმღერა მათივე 2003 წლის სტუდიური ალბომიდან St. Anger. იგი გამოვიდა 2003 წლის 15 სექტემბერს სხვადასხვა ვერსიებით მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.[1]

სიმღერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Frantic, ისევე როგორც მრავალი სხვა სიმღერა ალბომიდან St. Anger, ჯგუფის წარსულ ბრძოლებზეა მავნე ჩვევებთან, კერძოდ კი წამყვანი ვოკალისტის ჯეიმზ ჰეტფილდის ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რის გამოც მან მრავალი თვე გაატარა რეაბილიტაციაში. ტექსტი აშკარად ნასაზრდოებია ძენის აქსიომებიდან, ყველაზე მეტად დუკჰას ბუდისტური კონცეფციით, რომელიც კირკ ჰემეტის შემოტანილია: „Birth is pain. Life is pain. Death is pain.“ (რაც ითარგმნება როგორც: „დაბადება ტკივილია. ცხოვრება ტკივილია. სიკვდილი ტკივილია.“) ეს სტრიქონები შესაძლოა აღებული იყოს ასევე ჯგუფის Samhain სიმღერიდან Macabre, რადგან მეტალიკის წევრები ფანები არიან ამ ჯგუფის ლიდერის, გლენ დანზინგის.

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის საკონცერტო დებიუტი შედგა 2003 წელს ცერემონიალზე MTV Icon და შესრულდა ცოცხლად ამავე წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.

2003 წლის კონცერტზე ორლანდოში, ფლორიდა, ჯეიმზ ჰეტფილდმა Frantic-ის შესახებ თქვა:

ვიკიციტატა
„ეს სიმღერა ცხოვრების შესახებაა. ისეთი წყეულის, როგორიც ამ წუთასაა.“

ამ შოუს გადმოწერა უფასოდაა შესაძლებელი საიტიდან livemetallica.com.

DVD-ში Some Kind of Monster ლარსი აცხადებს, რომ მას სურდა დაერქმია ჯერ კიდევ უსათაურო ალბომისთვის Frantic. საბოლოოდ ალბომს St. Anger დაარქვეს.

Frantic ერთ-ერთია იმ სამ სიმღერას შორის St. Anger-დან, რომლებიც შესრულდა Madly In Anger With The World ტურნეს შემდეგ. შემდეგი ორი სიმღერაა All Within My Hands და St. Anger. ამ სიმღერაში კირკ ჰემეტი მღერის სიმღერის იმ ნაწილს, რომელშიცაა ტექსტი: „Birth is pain, Life is pain, Death is pain, It's all the same.“

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CD სინგლი #1
  1. Frantic - 5.50
  2. Blackened (საკონცერტო) - 6.37
  3. Harvester of Sorrow (საკონცერტო) - 6.41
  4. Frantic - მუსიკალური ვიდეო
CD სინგლი #2
  1. Frantic - 5.50
  2. No Remorse (საკონცერტო) - 5.16
  3. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო) - 6.40
საერთაშორისო ორ ტრეკიანი სინგლი
  1. Frantic - 5.50
  2. No Remorse (საკონცერტო) - 5.16
ბელგიურ/ნიდერლანდური შეზღუდული გამოცემა
  1. Frantic
  2. Harvester of Sorrow (საკონცერტო)
  3. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო)
  4. No Remorse (საკონცერტო)
ესპანურ/პორტუგალიური შეზღუდული გამოცემა
  1. Frantic
  2. Harvester of Sorrow (საკონცერტო)
  3. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო)
  4. No Remorse (საკონცერტო)
იტალიური შეზღუდული გამოცემა
  1. Frantic - 5.50
  2. Blackened (საკონცერტო) - 7.02
  3. Harvester of Sorrow (საკონცერტო) - 6.33
  4. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო) - 7.18
  5. No Remorse (საკონცერტო) - 5.29
სკანდინავიური შეზღუდული გამოცემა
  1. Frantic - 5.50
  2. Blackened (საკონცერტო) - 8.02
  3. Harvester of Sorrow (საკონცერტო) - 7.06
  4. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო) - 6.49
  5. No Remorse (საკონცერტო) - 5.33
გერმანული შეზღუდული გამოცემა
  1. Frantic - 5.50
  2. Harvester of Sorrow (საკონცერტო) - 6.49
  3. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო) - 6.58
ფრანგული შეზღუდული გამოცემა
  1. Frantic
  2. Blackened (საკონცერტო)
  3. Harvester of Sorrow (საკონცერტო)
  4. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო)
იაპონური EP
  1. Frantic - 5.50
  2. Blackened (საკონცერტო) - 6.37
  3. Harvester of Sorrow (საკონცერტო) - 6.41
  4. Welcome Home (Sanitarium) (საკონცერტო) - 6.40
  5. No Remorse (საკონცერტო) - 5.16
12-იანი ვინილის სინგლი
  1. Frantic - 5.50
  2. Frantic (UNKLE-ის რემიქსი) - 6.51

შენიშვნა: ვინილის ლეიბლი აცხადებს, რომ დისკის სიჩქარეა 33 1/3, თუმცა სინამდვილეში მისი სიჩარეა 45.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ვიდეოს პრემიერა, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი, შედგა 2003 წლის აგვისტოში.[2] ვიდეო მოიცავს სიმღერის შემოკლებულ ვერსიას და ასახავს ადამიანს, რომელიც უკან იხედება თავის განვლილ ცხოვრებაში (რომელშიც ის მუდამ ეწევა, სვამს და აქვს სექსი) ავარიის მომენტში, როდესაც მისი პიკაპი გზაჯვარედინზე შეასკდება სატვირთოს. ვიდეოს დასასრულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პიკაპი ამობრუნებულია, კაცი შიგნით ჯერ კიდევ საკონცერტოა და უხარია, რომ გადარჩა, და იცინის ხმამაღლა, სანამ 4x4 მანქანა არ დაეჯახება მას, კონკრეტულად იმ ფანჯარას, სადაც ეს კაცი იყო მოთავსებული. ვიდეო გადაღებულია მონრეალში, კანადა.

სიმღერა პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა გამოყენებული იქნა ტელესერიალ სმოლვილის მესამე სეზონის პრემიერაში, სცენაში, როდესაც კლარკ კენტი ძარცვავს ბანკს.

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (2003) პიკური
პოზიცია
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 16[3]
შვეიცარიის სინგლების ჩარტი 75[3]
ნორვეგიის სინგლების ჩარტი 5[3]
დანიის სინგლების ჩარტი 6[3]
ფინეთის სინგლების ჩარტი 15[3]
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 21
აშშ-ის ბილბორდის ალტერნატიული სიმღერები 22

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სინგლი Frantic[მკვდარი ბმული]. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-11
  2. მუსიკალური ვიდეოს Frantic პრემიერა დაარქივებული 2013-01-19 საიტზე Wayback Machine. . Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-11
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 სიმღერის Frantic პოზიციები ჩარტებში. Acharts.us. წაკითხვის თარიღი: 2011-06-11