ლუ რიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუ რიდი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლუის ალან რიდი
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1942
ბრუკლინი, ნიუ-იორკი
დაბ. ადგილი ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდ. თარიღი 27 ოქტომბერი, 2013 (71 წლის)
გარდ. ადგილი საუთჰემპტონი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი როკი, ექსპერიმენტული როკი, არტ-როკი, პროტოპანკი, ნოიზი, დროუნი, ფსიქოდელიური როკი, ფოლკ-როკი, გლემ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ფოტოგრაფი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ფორტეპიანო
აქტიური 1964–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი loureed.com
ლუ რიდი ვიკისაწყობში

ლუის ალანლურიდი (ინგლ. Lewis Allen "Lou" Reed, დ. 2 მარტი, 1942 — გ. 27 ოქტომბერი, 2013) — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ფოტოგრაფი.[1] ცნობილია, როგორც ჯგუფ The Velvet Underground-ის გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ისევე, როგორც საკუთარი სოლო-კარიერით, რომელიც რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ The Velvet Underground 1960-იანების კომერციული წარუმატებლობა იყო, მან მნიშვნელოვანი საკულტო სტატუსი შეიძინა შემდგომ წლებში და იქცა თავისი ეპოქის ერთ-ერთ გავლენიან ჯგუფად.[2] როგორც The Velvet Underground-ის სიმღერების ავტორი, რიდი წერდა პირად გამოცდილებაზე, რაც იმ პერიოდში როკ-ენ-როლში იშვიათად განიხილებოდა (სიმღერების თემებს შორის იყო სექსუალურობა და ნარკოტიკების კულტურა).

ჯგუფიდან წასვლის შემდეგ 1971 წელს რიდმა სოლო-კარიერა დაიწყო. შემდეგ წელს მისი სიმღერა „Walk on the Wild Side“ ჰიტად იქცა, თუმცა მეინსტრიმული წარმატება მუსიკოსს არ ჰქონია.[3] რიდი გამოირჩევა ვოკალით, პოეტური ტექსტებით და „სირაქლემის გიტარის“ ტერმინის გამოგონებით.

2008 წელს რიდმა იქორწინა მომღერალ ლორი ანდერსონთან.[4]

ლუ რიდი 2013 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში.[5][6]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Velvet Underground[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლო-ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუ რიდი – Walk on the Wild Side: ისტორიები სიმღერების მიღმა, კრის რობერტსი და ლუ რიდი, 2004, ჰოლ ლეონარდი, ISBN 0-634-08032-6
  2. Rock and Roll Hall of Fame. (2000)The Velvet Underground. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 29, 2006. ციტირების თარიღი: September 15, 2006.
  3. Richie Unterberger & Greg Prato. (2005)Lou Reed Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2007. ციტირების თარიღი: September 15, 2006.
  4. "[1] დაარქივებული 2016-04-24 საიტზე Wayback Machine. ". "People". Retrieved August 19, 2011.
  5. rollingstone.com, Lou Reed, Velvet Underground Leader and Rock Pioneer, Dead at 71. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-20. ციტირების თარიღი: 2013-10-27.
  6. 71 წლის ასაკში THE VELVET UNDERGROUND-ის ლიდერი ლუ რიდი გარდაიცვალა. „ტაბულა“