Wherever I May Roam

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„Wherever I May Roam“
სინგლი  – მეტალიკა
ალბომიდან Metallica
B-მხარე Fade to Black (საკონცერტო)/
Wherever I May Roam (დემო)
Last Caress/Am I Evil?/
Battery (საკონცერტო)
გამოსვლის თარიღი 19 ოქტომბერი, 1992[1]
ფორმატი CD სინგლი
ჩაიწერა 1991 წელს
ლოს-ანჯელესი კალიფორნია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 6:47
ლეიბლი Elektra
სიმღერის ავტორი ჯეიმზ ჰეტფილდი,
ლარს ულრიხი
პროდიუსერი ბობ როკი
მეტალიკა – სინგლების ქრონოლოგია

„Nothing Else Matters“
(1992)
Wherever I May Roam
(1992)
„Sad but True“
(1993)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

Wherever I May Roam“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეხუთე სიმღერა და მეოთხე სინგლი მათივე მეხუთე სტუდიური ალბომიდან Metallica.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმებიანი ინსტრუმენტი, რომელიც ამ სიმღერაშია წარმოდგენილი, აწყობილია სტანდარტული ტიუნინგით: E A D G B e. სიმღერის თავდაპირველი ჩანაწერი გამოირჩევა მისი საინტერესო ინსტრუმენტული გაფორმებით: გამოყენებულია აზიური ინსტრუმენტები, როგორებიცაა გონგი და სითარი, რომლებიც ჯეისონ ნიუსტედის თორმეტ-სიმიან ბას-გიტარის ფონზე უკრავენ.[2][3] ეს ინსტრუმენტი მხოლოდ სიმღერის შესავალ ნაწილში იქნა გამოყენებული, დანარჩენი ნაწილი ჩვეულებრივი ოთხ-სიმიანი ბას-გიტარით იქნა ჩაწერილი. ფონის ჟღერადობის გასამდიდრებლად ლარსმა გამოიყენა სხვაგვარი დასარტყამი საკრავები და ელექტრონული ეფექტები.[4] გიტარის რამდენიმე აკორდი სიმღერის დასასრულისკენ ნასესხებია ჯიმი ჰენდრიქსის სოლოდან, რასაც ჰემეტი ღიად ადასტურებს.[3]

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექსტის ინტერპრეტაცია რამდენიმენაირად შეიძლება. გავრცელებული მოსაზრებით, ტექსტის თემას წარმოადგენს ცხოვრება გზაზე. მასში საუბარია ტურნეზე მიმავალ ჯგუფზე, რომლის წევრებიც იძულებულნი არიან, დატოვონ შეყვარებულები, ნათესავები და ახლობლები. ტექსტში ჯგუფი შედარებულია მოხეტიალე მაწანწალას, რომლის სული განაგრძობს ხეტიალს სიკვდილის შემდეგაც კი.[4] მოთხრობილია მოგზაურობაზე დაღლილ მდგომარეობაში ტურნეს დასასრულისთვის. კირკ ჰემეტმა Wherever We May Roam ტურნეს დასრულებისას თქვა: „მე სახლი ვიყიდე გასულ წელს, რომელიც ჯერაც არ მინახავს!“[3]

სხვა ვერსიებით, ტექსტი, შესაძლოა, შეზღუდულ თავისუფლებაზე, ან თავისუფლების საერთოდ არ ქონაზე იყოს.[4]

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიცაა უეინ იშემი, შეიცავს სცენის მიღმა კადრებს კონცერტებიდან, ასევე დამონტაჟებულ კადრებს შოუებიდან, გადაღებულს 1992 წლის იანვარში სან-დიეგოში, კალიფორნია და Wherever We May Roam ტურნეს დროს 1992 წლის მარტში ჩრდილო-აღმოსავლეთ აშშ-ში. პრემიერა გაიმართა იმავე წლის 21 მაისს MTV-ზე.[4][5]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა ხშირად სრულდება მეტალიკის კონცერტებზე. პირველად იგი შესრულდა 1991 წლის 12 ოქტომბერს ოკლენდში, კალიფორნია.[6] სიმღერა შესრულდა 1999 წლის 21-22 აპრილს სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით (დირიჟორი მაიკლ კემენი) და შევიდა ამ კონცერტის ჩანაწერში S&M, რომელიც გამოიცა ორმაგი ალბომისა და DVD-ის სახით. ცოცხლად შესრულებისას ჯგუფი ყოველთვის იყენებდა სითარის პირვანდელ ჩანაწერს შესავალში (მეტი დრამატული ეფექტისათვის, ჯგუფი სცენაზე შემოდიოდა პირველ მახვილ ნოტაზე), თუმცა S&M კონცერტზე გიტარისტმა კირკ ჰემეტმა გამოიყენა Danelectro-ს ელექტრული სითარი, სანამ გადაერთვებოდა თავის ESP ელექტრო გიტარაზე.[3][4] ჯეისონ ნიუსტედი ყოველთვის 12-სიმიან ბას-გიტარას იყენებდა შესავალში.

ქავერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმღერა შესულია ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica.[6]
  • პერსონალური კომპიუტერისთვის განკუთვნილ თამაშში Warcraft III: Reign of Chaos ბანდიტთა დაჯგუფება იმეორებს სიტყვებს სიმღერიდან: Roamer, wanderer, nomad, vagabond, call me what you will, ხოლო მხეცთა ბატონი გმირი მათ პასუხობს: Where I lay my head is home. See that rock? That's my pillow.
  • კუპსტა კნიკამ, ჯგუფის Three 6 Mafia ყოფილმა წევრმა, გამოიყენა ამ სიმღერის ზოგიერთი ინსტრუმენტული ნაწილი საკუთარ სიმღერაში Torture Chamber ალბომიდან Da Devil's Playground.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ სინგლი
  1. Wherever I May Roam – 6:42
  2. Fade to Black (საკონცერტო) – 7:43
საერთაშორისო სინგლი
  1. Wherever I May Roam – 6:43
  2. Fade to Black (საკონცერტო) – 7:43
  3. Wherever I May Roam (demo) – 5:35
საერთაშორისო დიჯიპაკ სინგლი
  1. Wherever I May Roam – 6:45
  2. Last Caress (საკონცერტო)/Am I Evil? (საკონცერტო)/Battery (საკონცერტო) – 11:59
იაპონური EP
  1. Wherever I May Roam – 6:44
  2. Fade to Black (საკონცერტო) – 7:44
  3. Last Caress (საკონცერტო)/Am I Evil? (საკონცერტო)/Battery (საკონცერტო) – 11:59

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1992) უმაღლესი
პოზიცია[7][8][9]
ავსტრალიის სინგლების ჩარტი 14
საფრანგეთის სინგლების ჩარტი 28
ნიდერლანდების სინგლების ჩარტი 22
ნორვეგიის სინგლების ჩარტი 2
შვედეთის სინგლების ჩარტი 28
ახალი ზელანდიის სინგლების ჩარტი 8
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 25
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული 82
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 25

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სინგლი Wherever I May Roam. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-01.
  2. იხ. დოკუმენტური ფილმი Classic Albums: Metallica - Metallica
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Wherever I May Roam. Songfacts.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-01.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Wherever I May Roam. Encyclopedia Metallica. წაკითხვის თარიღი: 2011-07-01.
  5. მეტალიკის მუსიკალური ვიდეოები -> Wherever I May Roam. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-01.
  6. 6.0 6.1 Wherever I May Roam. Metlists.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-01.
  7. Wherever I May Roam ჩარტებში. Australian-charts.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-02.
  8. Wherever I May Roam ჩარტებში. Swedishcharts.com. წაკითხვის თარიღი: 2011-07-02.
  9. Wherever I May Roam ბილბორდის ჩარტებში. Billboard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-19. წაკითხვის თარიღი: 2011-07-02.