ჯეისონ ნიუსტედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეისონ ნიუსტედი
13-06-09 RaR Newsted 10.jpg
ჯესიონ ნიუსტედი მის ჯგუფთან ერთად ფესტივალზე Rock am Ring, 2013
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეისონ კერტის ნიუსტედი
მეტსახელი ჯეისონიკი
დაიბადა 4 მარტი, 1963 (1963-03-04) (54 წლის)
წარმოშობა ბატლ კრიკი, მიჩიგანი, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი, ალტერნატიული მეტალი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, ვოკალი, გიტარა, ვიოლინო, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1982 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Metal Blade, Elektra, Chophouse, The End, Surfdog
ასოციაციები Metallica, Flotsam and Jetsam, Papa Wheelie, Voivod, Echobrain, Rock Star Supernova, ოზი ოსბორნი, Spastik Children, WhoCares, Govt Mule, Newsted, Megadeth, Unkle
საიტი www.chophouserecords.com

ჯეისონ კერტის ნიუსტედი (დაბ.:4 მარტს, 1963 წ., ბატლ კრიკი, მიჩიგანი) — ამერიკელი ბასისტი, უკეთ ცნობილი როგორც მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის ყოფილი წევრი. მეტალიკიდან წასვლის შემდეგ მან გააგრძელა კარიერა Echobrain-ში, უკრავდა ოზი ოსბორნთან და შეუერთდა მძიმე მეტალ ჯგუფ Voivod-ს. ნიუსტედი იყენებს ფსევდონიმს Jasonic, რაც ამავე დროს არის მისი მუსიკის გამომცემელი კომპანიის სახელწოდებაც. ჯეისონი არის ხმისჩამწერი სტუდიისა და კალიფორნიაში მდებარე ლეიბლ Chophouse Records დამაარსებელი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flotsam and Jetsam ენდ ჯეტსამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Flotsam and Jetsam (ჯგუფი).

ნიუსტედი ადრეულ წლებში უკრავდა ჯგუფ Flotsam and Jetsam-ში. მათი 1986 წლის ალბომში Doomsday for the Deceiver სიმღერების ტექსტების უმეტესობაც ჯეისონს ეკუთვნის.

მეტალიკაში მოსვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკა.
ჯეისონ ნიუსტედი მეტალიკასთან ერთად ადრეულ 1990-იანებში

მეტალიკის ბასისტ კლიფ ბარტონის გარდაცვალების შემდეგ, დარჩენილმა წევრებმა დაიწყეს კლიფის შემცვლელის ძიება. ნიუსტედმა დაახლოებით ორმოცამდე ბასისტთან ერთად მიიღო მონაწილეობა მოსმენაში, რის შემდეგაც იგი აყვანილი იქნა. ჯეისონის პირველი გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა ქ. რესედაში, კალიფორნია. კლიფის გარდაცვალებით დამწუხრებულ ჯგუფში ნიუსტედს ძალიან უჭირდა, რადგან მის მიმართ ხშირი იყო დაცინვა და სხვა გამოხტომები, რომელიც მით უფრო იზრდებოდა, რაც დრო გადიოდა. ფანებიც ძნელად შეეგუენ იმ ფაქტს, რომ კლიფი აღარ იყო და მის მაგივრად სხვა უკრავდა. ჯეისონის დებიუტი ჯგუფთან ერთად შედგა EP-ში The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited, რასაც მოყვა შემდგომ ალბომი …And Justice for All. ამ უკანასკნელს დიდი კრიტიკა ხვდა წილად პროდიუსირების დაბალი ხარისხისა და ბას-გიტარის ხმის თითქმის არ არსებობის გამო.[1] ნიუსტედმა განაცხადა, რომ ეს იყო ლარსისა და ჯეიმზის გეგმის ნაწილი, თუმცა ლარსიცა და ჯეიმზიც ამბობდნენ, რომ თავადაც განაწყენებულები არიან ამის გამო.[1] დამატებით მათ განაცხადეს, რომ ბას-გიტარა იმეორებდა რითმული გიტარის პარტიებს, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობა. ყველაფრის მიუხედავად ალბომმა დაიკავა მეექვსე ადგილი ბილბორდ 200-ში და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა.

ჯეისონმა მეტალიკასთან ერთად ჩაწერა ალბომები: Metallica (1991), Load (1996) და ReLoad (1997). შავმა ალბომმა მეტალიკას მსოფლიო დიდება მოუტანა. Load და Reload უფრო მეტად როკ ალბომები იყო უფრო ნელი და მელოდიური სიმღერებით. გამოშვებული იქნა ცოცხალი კონცერტები Live Shit: Binge & Purge და Cunning Stunts 1993 და 1997 წლებში. 1999 წელს ჯეისონმა დაუკრა მეტალიკაში S&M კონცერტზე, რომელიც შემდგომ ალბომად გამოიცა. ჯეისონი იყო დამატებითი ვოკალი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ალბომებში და ხოლო რაც შეეხება სიმღერებს Seek and Destroy და Whiplash, იმღერა სრული საკონცერტო ვერსიები. იგი მონაწილეობდა მეტალიკის სამი სიმღერის დაწერაში:

  • Blackened (...And Justice For All)
  • My Friend of Misery (Metallica)
  • Where the Wild Things Are (Reload)

მეტალიკიდან წასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 17 იანვარს ჯეისონ ნიუსტედმა დატოვა ჯგუფი, მისივე განცხადებით, კერძო და პირადი მიზეზების გამო და იმ ფიზიკური ზიანის გამო, რომელიც მან მიაყენა საკუთარ თავს წლების განმავლობაში იმ მუსიკის დაკვრისას, რომელიც უყვარს.[2] თუმცა, როგორც მოგვიანებით ჟურნალ „პლეიბოისთან“ მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ჯეისონს სურდა ალბომის გამოშვება და ტუნეში გამგზავრება ჯგუფ Echobrain-თან ერთად, მაგრამ ჯეიმზი კატეგორიულ უარზე იყო და ამბობდა, რომ როდესაც ვინმე აკეთებს გვერდით პროექტს, ამით ის მეტალიკას ასუსტებს.[3] როდესაც ჯეისონმა მიუთითა ჯეიმზს საკუთარ წვლილზე სხვა პროექტებში, ჯეიმზმა უპასუხა, რომ მისი სახელი არ იყო იმ ჩანაწერებში და ჯეიმზი არ ცდილობდა, გაეყიდა ისინი.[3].

ნიუსტედი ამბობს, რომ არასოდეს უნანია ჯგუფის დატოვება. დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster ჯეისონი უარყოფს გავრცელებულ ჭორს მეტალიკაში მისი დაბრუნების შესახებ და აცხადებს:

ვიკიციტატა
„ძალიან პატიოსნად გეტყვით, მილიარდი პროცენტით, მე არასოდეს მინანია მეტალიკის დატოვება. ეს იყო სწორი ნაბიჯი ყველასთვის. მე არავისთვის ერთხელაც კი არ მითქვამს, რომ მსურდა მეტალიკაში დაბრუნება. მე ასე მოვმართე ჩემი გონება. ეს არ იყო ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ეს იყო ის, რაც აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. მე ბევრი ვიფიქრე სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი და სწორედ ამიტომ უკან არსოდეს მომიხედავს. წარსული იქაა, სადაც უნდა იყოს.“

[4]

ოზი ოსბორნის ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ოზი ოსბორნი.

ნიუსტედი შეუერთდა კანადურ თრეშ მეტალ ჯგუფ Voivod-ს. ამავე დროს იყო რობერტ ტრუჰილოს შემცვლელი ოზი ოსბორნის ჯგუფში Ozzfest 2003-ის განმავლობაში, სადაც Voivod-იც მონაწილეობდა. ინტერვიუში MTV-სთან ოსბორნმაც და ნიუსტედმაც დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს ახალი ალბომის ერთად დაწერის იდეისადმი. ოსბორნმა ნიუსტედს ახალგაზრდა გიზერ ბატლერიც კი უწოდა, მაგრამ ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში არ შედგა, რადგან 2003 წლის დასასრულისთვის ნიუსტედმა მიატოვა ოსბორნი ტურნეს დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე.[5][6] იგი მალე ჩაანაცვლეს რობ ზომბის ბასისტ რობ ნიკოლსონით.[7]

Voivod[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Voivod (ჯგუფი).

Voivod-ის ბოლო ხორცშესხმაში შედიოდნენ ოთხიდან სამი დამფუძნებელი წევრი: დენის ბელანგერი (მეტსახელად სნეიკი, ვოკალი), დენის დამოური (მეტსახელად ფიგი, გიტარა) და მიჩელ ლანგევინი (მეტსახელად ევეი, დრამები), რომელთაც დაემატათ ჯეისონ ნიუსტედი(მეტსახელად ჯეისონიკი) ბას-გიტარაზე. 2005 წლის 26 აგვისტოს 45 წლის ასაკში გიტარისტი დენის დამოური სიმსივნეთი გარდაიცვალა.[8] ჯგუფის 2006 წლის ივლისში გამოშვებული ალბომი Katorz მოიცავს დენისის ლეპტოპში ნაპოვნ რიფებს, რომელთა შესახებაც მან სიკვდილის წინ დატოვა ინსტრუქციები.

2008 წლის დეკემბერში Voivod-ის საიტზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ნიუსტედი დაუკრავდა ყველა ბას ტრეკს ახალ ალბომში Infini, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 23 ივნისს.[9][10]

Rock Star Supernova[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუპერნოვა ეფუძნებოდა სატელევიზიო პროგრამას, რომლის მიზანი იყო გამოევლინა საუკეთესო როკ შემსრულებელი. ორშაბათს, 2006 წლის 3 ივლისს, შოუ დაიწყო ონლაინ რეჟიმში Rock Star-ის ვებგვერდზე და პრემიერა გაიმართა იმავე კვირის ოთხშაბათს CBS-ზე. ხმები შემოდიოდა Rock Star-ის საიტის საშუალებით. ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული გახდა ლუკას როსი.

მხრის დაზიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 23 ოქტომბერს ნიუსტედმა დაიშავა მხარი ბასის გამაძლიერებლის დაჭერის მცდელობისას. ამ ინციდენტის შედეგად მან ორივე ხელი დაიზიანა. მისი მხარი მოითხოვდა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას, რის გამოც მას მოუხდა ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ შეეძლო დაკვრა და დაიწყო საკუთარი თავის გამოხატვა ხატვის საშუალებით.[11] 2007 წლის 4 იანვარს ჯეისონი დაუბრუნდა ბას-გიტარას.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 4 აპრილს ჯეისონი მეტალიკის დანარჩენ წევრებთან ერთად მიწვეულ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, კლივლენდი, ოჰაიო.[12][13] მან შეასრულა სამი სიმღერა ჰეტფილდთან, ულრიხთან, ჰემეტთან და ტრუჰილოსთან ერთად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეტალიკის ხუთი წევრი (აქედან ორი ბასისტი) ერთდროულად უკრავდა სცენაზე.[14] ეს ასევე იყო ჯეისონის პირველი გამოსვლა მეტალიკასთან ერთად ცხრა წლის ინტერვალის შემდეგ; ჯეისონის ბოლო გამოსვლა მეტალიკასთან ერთად შედგა 2000 წელს VH1-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. ჯეისონმა წარმოთქვა ემოციური სიტყვა და დაიმსახურა დიდი აპლოდისმენტები.

სახელოვნებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ ჯეისონი რეაბილიტაციას გადიოდა მხრის დაზიანების გამო, ნუგეში ხატვაში იპოვა. ჯეისონმა დახატა ასობით ორიგინალური ნამუშევარი სულ რაღაც დეკადის ნახევარში.[15] ჯეისონის სიტყვებით, იგი გიჟური და მრავალფეროვანი მუსიკის კეთებიდან გიჟური და მრავალფეროვანი ნახატების კეთებაზე გადაერთო.[16] მისი პირველი გამოფენა გალერიაში იგეგმება 2010 წლის 4 მაისს Micaela-ს გალერიაში სან-ფრანცისკოში.[17]

ფილანტროპია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს ნიუსტედმა ხელი მოაწერა შეთანხმებას არამომგებიან ორგანიზაციასთან Little Kids Rock, რომელიც აწარმოებს უფასო მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ინსტრუქციებს ამერიკის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებრივი სკოლებისათვის. ნიუსტედი ამ ორგანიზაციის დირექტორთა საპატიო დაფაზეა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flotsam and Jetsam
მეტალიკა
Echobrain
  • Echobrain (2002)
  • Glean (2004)
Govt Mule
  • The Deep End, Volume 2 (2002)
IR8/სექსოტურიკა
The Moss Brothers
  • Electricitation (2001)
Papa Wheelie
Rock Star Supernova
სეპულტურა
Voivod

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 oocities.com
  2. დევიდ ბაშამი, Bassist Jason Newsted Leaves Metallica. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  3. 3.0 3.1 ინტერვიუ ჟურნალ პლეიბოისთან - მეტალიკა. Playboy. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03.
  4. კრის ჰარისი. (2001-01-17) Jason Newsted On Leaving Metallica: 'I Have Never Looked Back'. Rollingstone.com. წაკითხვის თარიღი: 2009-04-06.
  5. რაიან ჯ. დოუნი, Ozzy, Newsted Lovin' Each Other MTV.com (March 18, 2003). Retrieved March 9, 2008.
  6. მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  7. რაიან ჯ. დოუნი, Jason Newsted Leaves Ozzy Osbourne, Is Replaced By Rob Zombie Bassist MTV.com (4 დეკემბერი, 2003). წაკითხვის თარიღი: 9 მარტი, 2008.
  8. Theendrecords.com - Voivod
  9. Voivod.net
  10. Blabbermouth.net
  11. DunlopTV - Jason Newsted საიტზე YouTube
  12. ენდრიუ ლინდსი. (2009-03-28) Newsted to reunite with Metallica at Hall of Fame. Stereokill.net. წაკითხვის თარიღი: 2009-03-28.
  13. Jason Newsted to rejoin Metallica. idiomag (2009-03-30). წაკითხვის თარიღი: 2009-03-30.
  14. Blabbermouth.net. (2009-03-21) HAMMETT Says JASON NEWSTED Will Perform With METALLICA At ROCK HALL Induction. Blabbermouth.net.
  15. Blabbermouth.net
  16. Ex-Metallica Bassist Jason Newsted's SF Art Exhibit
  17. micaela.com
წინამორბედი:
კლიფ ბარტონი
მეტალიკის ბასისტი
1986 - 2001
შემდეგი:
რობერტ ტრუჰილო