ჩრდილოეთ მაკედონიის გერბი
| ჩრდილოეთ მაკედონიის გერბი | |
|---|---|
|
| |
| დეტალები | |
| მატარებელი |
|
| დამტკიცდა | 16 ნოემბერი, 2009 |
ჩრდილოეთ მაკედონიის გერბი — ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. მიიღეს 1947 წლის 27 ივლისს. გერბის დიზაინი დაფუძნებულია სსრკ-ის გერბზე. გერბი დაფუძნებულია მხოლოდ პეიზაჟურ მახასიათებლებზე და არ შეიცავს არანაირ ისტორიულ სიმბოლოებს.
გერბზე გამოსახულია ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესი მწვერვალი – მთა კორაბი, წყალი (მდინარე) და მზე; ასევე ის კულტურები, რომლებიც მაკედონიაში იზრდება (ხორბალი, ყაყაჩო, თამბაქო და ბამბა). ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ლენტი ეროვნული ორნამენტებით.
1991 წელს, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საუბარი დაიწყეს ახალ გერბზე, მაგრამ ყველა ვარიანტი დაიწუნეს და შეინარჩუნეს სოციალისტური მაკედონიის გერბი. 2009 წელს მიიღეს გადაწყვეტილება გერბიდან მოეშორებინათ ხუთქიმიანი ვარსკვლავი, როგორც კომუნიზმის სიმბოლო.
გერბის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სოციალისტური მაკედონიის გერბი 1947 — 1991 წლებში და დამოუკიდებელი მაკედონიის გერბი 1991 — 2009 წწ. | ||
| მაკედონიის გერბის არაოფიციალური პროექტი | ||
| მაკედონიის გერბის არაოფიციალური პროექტი 1992 წელს. |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||


