კრუშევოს რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრუშევოს რესპუბლიკა
Крушевска република

რესპუბლიკა

 
Ottoman flag.svg
3 აგვისტო13 აგვისტო, 1903  
Ottoman flag.svg
Flag of Kruševo Republic.svg
დროშა
დედაქალაქი კრუშევო
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 - 1903 ნიკოლა კარევი
პრემიერ-მინისტრი
 - 1903 ვანგელ დინუ
ამჟამად ნაწილია მაკედონიის დროშა მაკედონია
ისტორია
 - დაარსდა 3 აგვისტო, 1903
 - გაუქმდა 13 აგვისტო, 1903

კრუშევოს რესპუბლიკა (მაკედ. Крушевска република) — ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა ბალკანეთში. დაარსდა ილინდენის აჯანყების დროს და იარსება მხოლოდ 10 დღე — 1903 წლის 3 აგვისტოდან 13 აგვისტომდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების დროს, 750 მეამბოხემ ნიკოლა კარევის მეთაურობით, მოახერხა ქალაქ კრუშევოდან თურქების განდევნა. ქალაქში მაშინვე ჩამოყალიბდა თვითმმართველობა და მოიწვიეს რესპუბლიკის საბჭო, რომელიც შედგებოდა 60 წევრისაგან, მათგან 20 იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. რესპუბლიკის დროებითი 6 კაციანი რევოლუციური მთავრობის ხელმძღვანელი გახდა სოციალ-დემოკრატი ნიკოლა კარევი.

ყველაზე ცნობილი დოკუმენტი, რომელიც რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მიიღეს არის კრუშევოს მანიფესტი. 6 აგვისტოს მანიფესტმა მაკედონიის მთელ მოსახლეობას მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიის ბატონობის წინააღმდეგ.

13 აგვისტოს კრუშევო დაიკავა ოსმალეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქი დაწვეს, ხოლო აჯანყებულები იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]