მაკედონიის სახალხო გათავისუფლების ანტიფაშისტური ასამბლეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაკედონიის სახალხო გათავისუფლების ანტიფაშისტური ასამბლეა (მაკედ. Антифашистичко Собрание на Народното Ослободување на Македонија) — ჩამოყალიბდა 1944 წლის 2 აგვისტოს, ოსმალეთის წინააღმდეგ 1903 წლის ილინდენის აჯანყების წლისთავზე და თავი გამოაცხადა დემოკრატიული მაკედონიის უმაღლეს საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოდ. ასამბლეის ხელმძღვანელი იყო მეთოდია ანდონოვ-ჩენტო და კირო გლიგოროვი - მაკედონიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.

ასამბლეამ გადაწყვიტა გამოეცხადებინა მაკედონიის დამოუკიდებლობა, მაკედონური ენის ოფიციალურობა და მაკედონიის ყველა მოქალაქის თანასწორუფლებიანობა. ასამბლეამ უარყო ბულგარეთის ოკუპაციის ქვეშ დაარსებული მაკედონიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]