ტეტოვო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტეტოვო
მაკედ. Tetovo; ალბ. Tetova

ტეტოვოს ხედი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
რეგიონი პოლოგი
კოორდინატები 42°00′00″ ჩ. გ. 20°58′00″ ა. გ. / 42.00000° ჩ. გ. 20.96667° ა. გ. / 42.00000; 20.96667
პირველი ხსენება XIV საუკუნე
ადრეული სახელები კალკანდელენი
ფართობი 1 068 კმ²
ცენტრის სიმაღლე 468
მოსახლეობა 52 915 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ალბანელები - 54,61 %
მაკედონელები - 35,07 %
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 044
საფოსტო ინდექსი 1200
ოფიციალური საიტი tetovo.gov.mk
ტეტოვო — ჩრდილოეთი მაკედონია
ტეტოვო

ტეტოვო (მაკედ. Tetovo; ალბ. Tetova) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის პოლოგის რეგიონში. მდებარეობს შარ-პლანინას მთისწინეთში. მოსახლეობა — 52 915 კაცი (2002).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი XIII საუკუნეში დაარსდა, როგორც მცირე მართლმადიდებლური დასახლება ღვთისმშობლის ეკლესიის გარშემო და ეწოდებოდა ხტეტოვო. XIV საუკუნეში ტეტოვო, ისევე როგორც მთელი ჩრდილოეთი მაკედონია, დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. მუსულმანური მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია ქალაქში მეჩეთების, აბანოებისა და ბაზრების მომრავლება. ტეტოვო გახდა ადგილობრივი მიწათმფლობელებისა და ოსტატების მთავარი სავაჭრო ცენტრი. თურქების ბატონობის პერიოდში ტეტოვოს ეწოდებოდა კალკანდელენი. 1912 წელს ბალკანეთის პირველი ომის შემდეგ ტეტოვო სერბეთის ხელში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მართავდა იტალია და მისი მარიონეტი ალბანეთის რეჟიმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]