ვარდარის ბანოვინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდარის ბანოვინა (სერბ.-ხორ. Vardarska banovina, Вардарска бановина) — პროვინცია (ბანოვინა) იუგოსლავიის სამეფოში 1929-1941 წლებში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდარის ბანოვინა მდებარეობდა სამეფოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, თანამედროვე მაკედონიის რესპუბლიკის, სამხრეთ სერბეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთით ბანოვინას ესაზღვრებოდა ზეტისა და მორავის ბანოვინები, დასავლეთით, სამხრეთითა და აღმოსავლეთით — ალბანეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი შესაბამისად.

ბანოვინამ თავისი სახელწოდება მდინარე ვარდარის გამო მიიღო. მის ადმინისტრაციული ცენტრად ითვლებოდა ქალაქი სკოპლე (სკოპიე).

გაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური ბლოკის ქვეყნებმა ვარდარის ბანოვინის ოკუპირება მოახდინეს და გაყვეს ბულგარეთს, გერმანელების მიერ ოკუპირებულ სერბეთსა და ალბანეთს შორის, რომელიც მაშინ იტალიელთა ოკუპაციაში იყო მოქცეული.

ომის შემდეგ რეგიონი შევიდა იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში: რეგიონის სამხრეთი ნაწილი გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთი — სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]