დებატები მაკედონიის დასახელებაზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაკედონიის გეოგრაფიული და პოლიტიკური საზღვრები

იუგოსლავიის დაშლამ გამოიწვია მრავალმხრივი დებატები ტერმინ „მაკედონიის“ გამოყენებაზე. დაპირისპირებული მხარეები აღმოჩნდნენ საბერძნეთი და ახლად ჩამოყალიბებული მაკედონიის რესპუბლიკა, რომელიც მანამდე წარმოადგენდა იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალურ სუბიექტს. საერთაშორისო ურთიერთობებში გაუგებრობას იწვევდა მაკედონიის რესპუბლიკის, მისი მეზობელი საბერძნეთის მაკედონიის რეგიონის და ასევე ანტიკური მაკედონიის სამეფოს (რომლის ტერიტორიის უმეტესობა მოქცეულია საბერძნეთის საზღვრებში) დასახელებები. საბერძნეთი წინააღმდეგი იყო გამოეყენებინა მაკედონიის რესპუბლიკას დასახელება - მაკედონია, თუკი ის თან არ დაურთავდა გეოგრაფიულ განმსაზღვრელს, მაგალითად - "ჩრდილოეთი მაკედონია".[1]

მილიონობით ბერძენი თავს მიიჩნევს მაკედონელებად, რომლებიც არ აიგივებენ თავს იმ სლავი ეთნოსის ხალხთან რომლებიც თავს ასევე მაკედონელებს უწოდებენ. უფრო მეტიც ბერძნები უარს აცხადებენ მათ უწოდონ მაკედონელები, ხოლო მათ ენას მაკედონური. მაკედონიის რესპუბლიკა ითვისებს და იყენებს ისეთ სიმბოლიკას რომელიც წარმოადგენს ბერძნული კულტურის ნაწილს, მაგალითად: ვერგინას მზე (რომელიც გამოსახულია დროშაზე) ან ალექსანდრე მაკედონელი. მაკედონია ასევე ეწევა დიდი მაკედონიის ირედენტიზმული იდეის პოპულარიზაციას, რომლის მიხედვითაც მაკედონია პრეტენზიას აცხადებს დღევანდელი საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთის და სერბეთის ტერიტორის ნაწილზე.

დებატები მიმდინარეობდა საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ფონზე. 1995 წელს ორმა სახელმწიფომ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გააგრძელა დებატები სახელთან დაკავშირებით. შეთანხმების მიღწევამდე გამოიყენება ტერმინი - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (ან აბრევიატურა - FYROM).

სახელის გამოყენება ქვეყნების მიერ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნები რომლებიც:
  იყენებენ ტერმინს "მაკედონიის რესპუბლიკა" ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებში.
  იყენებენ ტერმინს - "იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია" ყველა შემთხვევაში.
  ოფიციალური პოზიცია უცნობია.
  არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FYROM Name Issue, Hellenic Republic - Ministry of Foreign Affairs