მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა, (მაკედ.Социјалистичка Република Македонија) მაკედონიის სახალხო რესპუბლიკა (1943-1963) — იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი, ამჟამად მაკედონია. იუგოსლავიის დაშლის დროს მაკედონია ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბელგრადის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.
იუგოსლავიის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ქვეყანას ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია, კოლექტიური სახელმწიფოს მეთაური, მთავრობა, პარლამენტი, ოფიციალური ენა, სახელმწიფო სიმბოლოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა პრივილეგიები. გარდა ამისა, მაკედონიის სოციალისტურ რესპუბლიკას ჰყავდა მცირე რაოდენობის შეიარაღებული ძალები და ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო.
1990 წელს მშვიდობიანად შეიცვალა მმართველობის სისტემა სოციალისტური რესპუბლიკიდანსაპარლამენტო დემოკრატიით. პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 11 ნოემბერს. კირო გლიგოროვი გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. 1991 წლის 16 აპრილს ქვეყნის სახელწოდებიდან ოფიციალურად ამოიღეს სიტყვა „სოციალისტური“. საბოლოოდ, მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 8 სექტემბერის რეფერენდუმის შემდეგ. მაკედონიის რესპუბლიკა გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის ოფიციალური სამართალმემკვიდრე.