შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დროშა
მიღებულია 5 ოქტომბერი, 1995
პროპორცია 1:2
წინა დროშები

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა 11 ივლისი, 19925 ოქტომბერი, 1995
პროპორცია 1:2

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა 15 აპრილი, 199111 ივლისი, 1992

ჩრდილოეთ მაკედონიის დროშაჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის მეწამულ ველს, რომელზეც გამოსახულია ყვითელი მზე რვა სხივით. იგი არის „თავისუფლების ახალი მზე“ (მაკედ. ново сонце на слободата; ეს სიტყვები გამოყენებულია რესპუბლიკის ეროვნულ ჰიმნში). დროშა მიიღეს 1995 წლის 5 ოქტომბერს.

1992 წლამდე ქვეყანა იყენებდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის დროშას, რომელიც 1946 წელს მიიღეს. აღნიშნული დროშა წარმოადგენდა მეწამულ ველს მარცხენა ზედა კუთხეში ყვითელკონტურიანი ვარსკვლავით. 1992 წელს მიიღეს დროშა, რომელიც ასევე მეწამულ ველს წარმოადგენდა ცენტრში გამოსახული „ვერგინის ვარსკვლავით“. ამ დროშის მიღებამ გამოიწვია საბერძნეთის პროტესტი, რადგან ძველი მაკედონური საფლავი, რომელზეც გამოსახული იყო აღნიშნული ვარსკვლავი აღმოაჩინეს საბერძნეთის ტერიტორიაზე. 1995 წელს ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა დროშა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]