კუმანოვო
იერსახე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კუმანოვო მაკედ. Куманово | |||||
კუმანოვოს მთავარი მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია | ||||
რეგიონი | ჩრდილო-აღმოსავლეთი | ||||
თემი | კუმანოვო | ||||
კოორდინატები | 42°05′00″ ჩ. გ. 21°40′00″ ა. გ. / 42.08333° ჩ. გ. 21.66667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1094 | ||||
პირველი ხსენება | 1519 | ||||
ფართობი | 509.48 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 330 მ | ||||
მოსახლეობა | 70 842[1] კაცი (2002) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+389) 031 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1300 | ||||
ოფიციალური საიტი | https://kumanovo.gov.mk | ||||
კუმანოვო (მაკედ. Куманово) — ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილოეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იგი სიდიდით მესამე ქალაქია სკოპიეს და ბიტოლის შემდეგ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს თურქულენოვანი ტომების კუმანების სახელიდან, რომლებიც აქ დასახლდნენ XII-XIII საუკუნეებში. ქალაქი პირველად მოიხსენიება 1519 წელს ერთ-ერთ თურქულ დოკუმენტში. კუმანოვო იყო კარპოშის აჯანყების ცენტრი და ასრულებდა მისი დედაქალაქის ფუნქციას. 1912 წელს კუმანოვოს მახლობლად გაიმართა ბრძოლა, სადაც სერბეთის ძალებმა მოიპოვეს გამარჯვება თურქეთის ძალებზე. ეს იყო ბალკანეთის პირველი ომის ერთ-ერთი ბრძოლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუმანოვოს თემის საიტი დაარქივებული 2007-12-31 საიტზე Wayback Machine.