ჩრდილოეთ მაკედონიის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა პანტელეიმონის მონასტერი, ჩრდილოეთ მაკედონიაში ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია
კოკინოს ობსერვატორია

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის არქიტექტურაარქიტექტურა, რომელიც ოდესმე იქნა წარმოდგენილი დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ხალხებმა, რომლებიც ოდესმე სახლობდნენ ან აკონტროლებდნენ დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ტერიტორიას, ქვეყანაზე მრავალგვარი გავლენა იქონიეს; ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქვეყნის არქიტექტურა. ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მცხოვრები ხალხთა ჯგუფი მოიცავს: პეონიელებს, ილირიელებს, ძველ მაკედონიელებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, ბულგარელებს, სერბებს და ოსმალებს.

ადრეული არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგალითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული აქტიურობის ყველაზე ადრეული მაგალითები ჩრდილოეთ მაკედონიაში ნეოლითის პერიოდით თარიღდებიან და მოიცავს ნაგებობეს, რომელნიც მეგალითის კულტურასთან ასოცირდებიან. კოკინო მსოფლოში სიძველით მეოთხე მეგალითური ობსერვატორიაა. იგი მოიცავს ქვათა ჯგუფს, რომელნიც იმგვარად არიან დამუშავებულნი, რომ ადამიანს სხვადასხვა ციური მოვლენების დაკვირვების შესაძლებლობას აძლევენ[1].

ძველი მაკედონიის არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური თეატრი ოჰრიდში
მოზაიკა ჰერაკლეა ლინკესტისში

ძველი მაკედონური სამეფოს დროინდელი არქიტექტურის ნანგრევები მთელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე არის მიმოფანტული, განსაკუთრებით კი ყოფილი ძველი მაკედონიის სამხრეთში.

ჰერაკლეა ლინკესტისი, დაარსრებული ძვ. წ. IV საუკუნის შუა პერიოდში, წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქალაქს, რადგანაც დასავლეთით იგი ეპირუსს, ხოლო ჩრდილოეთით პეონიის სამეფოს ესაზღვრებოდა. ამ მიდამოებში რომაული არქიტექტურა დომინირებს, რაც გამოწვეულია გათხრებით, რომელნიც ძირითადად რომაული პერიოდის ფენებს წარმოაჩენენ.

ანტიკური თეატრი დღევანდელ ოჰრიდში, აშენებულია ძვ. წ. I საუკუნეში. იგი ანტიკური ქალაქის — ლიხნიდოს ნაწილს წარმოადგენდა, ამჟამად იგი აღდგენილია და ფუნქციონირებს. მისი მდებარეობა ორ ბორცვს შორის, მას დაცულს ხდის ქარებისგან, რომლებსაც დადგმების დროს აკუსტიკის დამახინჯება შეუძლიათ.

რომაული არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოპიეს აკვედუკი

რომაული არქიტექტურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. სკოპიე ამ ტიპის არქიტექტურის რამდენიმე მაგალითის სახლია. მათგან ერთ-ერთია სკოპიეს აკვედუკი, ერთადერთი აკვედუკი ჩრდილოეთ მაკედონიაში. იგი 55 ქვის თაღისგან შედგება. ამ არქიტექტურის სხვა მაგალითია სკუპი, თუმცა ამ არქეოლოგიური ადგილიდან არცთუ ბევრი რამ შემორჩა, დაკრძალვის ადგილები და თეატრი ოდნავღა თუა შესამჩნევი.

იმის მიუხედავად, რომ ნაქალაქარი ჰერაკლეა ლინკესტისი ძველი მაკედონიელების მიერ იქნა დაარსებული, მისი ნანგრევების უმრავლესობა, რომაული დაპყრობის პერიოდისაა. ეს ნანგრევები მოიცავენ პორტიკსა და დიდ თეატრს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში რომაული არქიტექტურის სხვა მაგალითებს წარმოადგენენ ქალაქ სტრუმიცაში და მის შემოგარენშნი არსებული მრავალი რომაული ნანგრევიც. ზომებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია რომაული თერმული წყლების აბანო, რომელიც გვიან ანტიკურ პერიოდში აშენდა.

ბიზანტიური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიური არქიტექტურა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტურული ფორმაა. იგი ძირითადად წარმოჩინდება ეკლესიებსა და მონასტრებში, მისი ერთ-ერთი მაგალითია ტრესკავეცის მონასტერი ქალაქ პრილეპის მახლობლად.

ოსმალური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსტაფა ფაშას მეჩეთის ინტერიერი

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დღევანდელ ტერიტორიას ოსმალები დაახლოებით 5 საუკუნის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მათ თავიანთი კვალი მრავალი მეჩეთითა და სხვა ისლამური დატვირთვის ნაგებობით დატოვეს.

ოსმალური არქიტექტურა სკოპიეს ზოგიერთი ნაწილის დომინანტური ფორმაა, განსაკუთრებით ქალაქის ძველ უბანში. მუსტაფა ფაშას მეჩეთი ჩრდილოეთ მაკედონიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოსმალური ნაგებობაა. იგი აშენებულია 1492 წელს, და კვადრატის ფორმა აქვს, მისი გუმბათის დიამეტრი 16 მეტრს შეადგენს. საყრდენი ბოძები მორთულია სტალაქტიტური დეკორაციებით, რაც ოსმალური არქიტექტურის ტიპური მახასიათებელია[2].

ოსმალური არქიტექტურის ხილვა შესაძლებელია ასევე ქალებში ბიტოლასა და ტეტოვოში.

ნეოკლასიკური არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიროკ სოკაკის ქუჩა ბიტოლაში

ნეოკლასიკური არქიტექტურა შედარებით არც ისე ხშირია და მიმოფანტულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ყველა ქალაქს სულ მცირე ერთი ნეოკლასიკური ან ბაროკოს სტილის შენობა აქვს. ნეოკლასიკური არქიტექტურა შეიძლება იხილოთ სკოპიეში, რისტიკის სასახლის სახით და ბიტოლაში, კერძოდ სიროკ სოკაკის ქუჩაზე, რომელიც სავსეა ნეოკლასიკური და ბაროკოს არქიტექტურით და სადაც წარმოდგენილია ასევე გოთიკური სტილის კათოლიკური ეკლესია.

თანამედროვე არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის თანამედროვე შებობებთაგან უმრავლესობა მდებარეობს სკოპიეს ცენტრალურ ნაწილში. ამის ერთ-ერთი მაგალითია MRT ცენტრი (ეროვნული ტელევიზიის სამაუწყებლო სადგური), რომელიც ქვეყნის უმაღლესი ნაგებობაა (70.1 მ).

თანამედროვე არქიტექტურის მაგალითების ხილვა ასევე შესაძლებელია ქალაქებში, ძირითადად ბიტოლასა და გოსტივარში.

სკოპიე 2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სკოპიე 2014.

სკოპიე 2014 წარმოადგენს პროექტს, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მიერ პირველად 2010 წლის დასაწყისში იქნა განცხადებული. იგი რამდენიმე შენობის აგებას გულისხმობდა, ძირითადად ნეოკლასიკურ სტილში, რამაც არქიტექტორების მხრიდან კრიტიკის ტალღა გამოიწვია, რომელთა აზრით პროექტი წარმოადგენდა „კიჩს“.

1963 წლის სკოპიეს მიწისძვრამ ქალაქის დაახლოებით 80% გაანადგურა, მათ შორის სკოპიეს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნეოკლასიკური შენობები[3]. მიწისძვრის შემდეგ დაწყებული რეკონსტრუქცია კი ძირითადად სოციალისტური არქიტექტურის სტილში მოხდა. ხელისუფლების მიერ სწორედ ეს იქნა მიჩნეული პროექტის განხორციელების აუცილებლობის მთვარ მიზეზად, რათა სკოპიესთვის მიეცათ უფრო მონუმენტური და ვიზუალურად მომხიბვლელი სახე[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kokino Official Website
  2. Culture in MK
  3. Marking the 44th anniversary of the catastrophic 1963 Skopje earthquake MRT, Thursday, 26 July 2007
  4. Marusic, Siniša. “Skopje 2014: The new face of Macedonia, updated“, BalkanInsight, 11 May 2012. წაკითხვის თარიღი: 27 July 2012.