ურუგვაის გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურუგვაის ეროვნული გერბი

ურუგვაის ეროვნული გერბი (ესპ. Escudo Nacional de Uruguay) მიღებულ იქნა 1829 წლის 19 მარტის კანონის საფუძველზე.

შედგება ოვალისგან, რომელიც დაყოფილია ოთხ თანაბარ ნაწილად, თავზე კი ამომავალი ოქროსფერი „მაისის მზე“ ადგას, რაც ურუგვაის სახელმწიფოს აღზევების სიმბოლოა. მარჯვნივ და მარცხნივ ოვალს გარს არტყავს ზეთისხილის რტოები, როგორც დიდებისა და მშვიდობის სიმბოლო, დაბლა კი ლურჯი ბაფთა.

ზედა მარცხენა სექციაში ლურჯ ფონზე გამოსახულია სასწორი — თანასწორობისა და სამართლიანობის სიმბოლო, მარჯვენა სექციაში მონტევიდეოს ბორცვი, მის მწვერვალზე მდგარი ციხესიმაგრით, განასახიერებს სიძლიერეს.

ქვედა მარცხენა სექციაში ვერცხლისფერ ფონზე გამოსახულია ყალყზე შემდგარი ცხენი — თავისუფლების სიმბოლო, მარჯვენა სექციაში კი ლურჯ ფონზე ხარი, როგორც ბარაქის სიმბოლო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]