სოია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოია
Soybean.USDA.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Glycine

სოია (Glycine) — ბალახოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე ათეულ სახეობას. ფართოდაა გავრცელებული კულტურული სოია (Glycine hispida ანუ Glycine max), რომლის სამშობლოც ჩინეთია. იყოფა ოთხ ქვესახეობად: კორეული, მანჯურიული, ჩინური და ინდური. ერთწლოვანი სოიას სიმაღლე 0,2-2 მეტრამდე აღწევს. პარკი ღია ან მუქი შავია, შიგ არის 2-3 (ან 1-4) ღია ფერის მარცვალი. სინათლისა და ტენის მოყვარულია. კარგად იზრდება სხვადასხვა ტიპის ნიადაგზე (გარდა მჟავე, დაჭაობებული და ბიცობი ნიადაგებისა). სოია ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა. მარცვალში 24-45% ცილაა, 20-32% - ნახშირწყლები, 13-37% ცხიმი. შეიცავს D, B, E და სხვა ვიტამინებს. საქართველოში გავრცელებული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია იმერული, გურული, ჭიათურის, მოწინავე—7, კოლხიდა—4, ადრეულა—6, სენაკის და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სოია&oldid=2678611“-დან