ურუგვაი (მდინარე)
ურუგვაი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() |
სიგრძე | 1 600 კმ |
აუზის ფართობი | 365 000 კმ² |
![]() |
მდინარე ურუგვაი გაედინება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აყალიბებს ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის საზღვრებს ერთმანეთთან მიმართებაში. არგენტინის პროვინცია მესოპოტამიას გამოყოფს ამ ორი ქვეყნისგან. სათავეს იღებს ბრაზილიაში მდინარეების - კანოტასის და პელოტასის შერთვის შედეგად. მდინარის სიგრძეა 1,600 კმ. ატლანტის ოკეანესთან შერთვამდე, მდინარე პარანასთან ერთად, წარმოქმნის რიო-დე-ლა-პლატის შესართავს.

ჩანჩქერი მოკონა მდინარე ურუგვაიზე ბრაზილიისა და არგენტინის საზღვართან.
ურუგვაის მთავარი შენაკადია მდინარე რიო-ნეგრო. მდინარე დიდი ენერგეტიკული პოტენციალით გამოირჩევა და მასზე რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურია აგებული. ურუგვაის აუზის ფართობია 365,000 კმ².
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მდინარე ურუგვაი დაარქივებული 2012-10-17 საიტზე Wayback Machine.
- სასაზღვრო მდინარეებისა და ტბების მენეჯმენტი