ალაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაალაოებული მარცვლეული

ალაო — ხელოვნურად გაღივებული, აქტიური ფერმენტების შემცველი მარცვლეული (ქერი, ხორბალი, ჭვავი, ფეტვი). ალაოს იყენებენ კვების მრეწველობაში უმთავრესად სახამებლის დასაშაქრებლად და ძირითად ნედლეულად სპირტის, ლუდის, ბურახისა და ვისკის წარმოებაში.

ალაო ფერმენტაციის საფუძველია და კვების პროდუქტს არომატსა და საკვებ ელემენტებს სძენს. ალაოს მისაღებად გადარჩეული მარცვლეული წყლით იჟღინთება და რამდენიმე დღით ყოვნდება ნაწილობრივი გაღივების მისაღწევად. გაღივების პროცესში მარცვლეულში წარმოქმნილი ფერმენტები სახამებელს შლის ალაოს შაქრად ანუ მალტოზად, რომელიც, თავის მხრივ, საფუარის მიერ სპირტად (ალკოჰოლად) და ნახშირორჟანგად ფერმენტირდება.

ალაოს ღივი — ლუდის წარმოების ცილით მდიდარი ნარჩენი — გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველის საკვებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ალაო“. შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ალაო&oldid=4530123“-დან