პარაგვაული ომი
| პარაგვაული ომები | |||
|---|---|---|---|
|
| |||
| თარიღი | 1864—1870 | ||
| მდებარეობა | სამხრეთი ამერიკა | ||
| შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
პარაგვაული ომები (ესპ. Guerra del Paraguay), აგრეთვე ცნობილი როგორც სამთა ალიანსის ომი (ესპ. Guerra de la Triple Alianza; პორტ. Guerra da Tríplice Aliança) — სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ ამერიკაში, 1864—1870 წლებში, რომელიც მიმდინარეობდა პარაგვაისა და სამთა ალიანსს — არგენტინას, ბრაზილიას და ურუგვაის შორის. პროპორციულად, მას მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე რომელიმე სხვა ომს თანამედროვე ისტორიაში. ომმა პრაქტიკულად გაანადგურა პარაგვაი, შეიწირა მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ომის წამოწყების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ტრადიციული ხედვა ხაზს უსვამს პარაგვაის პრეზიდენტ ფრანსისკო სოლანო ლოპესის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო ვერცხლის საბადოებისკენ. ამის საპირისპიროდ, ტრადიციული პარაგვაული ხედვა და არგენტინული რევიზიონიზმი 1860-იანი წლებიდან ყურადღებას ბრიტანეთის იმპერიის ინტერესების გაბატონებულ როლზე ამახვილებს. ომი 1864 წლის ბოლოს დაიწყო ბრაზილიასა და პარაგვაის შორის მომხდარი საბრძოლო ოპერაციებით. უკვე 1865 წლიდან, ომი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც „სამთა ალიანსის ომი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Campanha do Paraguay : commando em chefe de S. A. o Sr. Marechal de Exercito, Conde d'Eu – Official Report of the Empire of Brazil 1869 - დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- Paraguay The War of the Triple Alliance
- Page at countrystudies.us
- The War of Paraguay (პორტუგალიური)
- The War of Paraguay – history (პორტუგალიური)
- 'Paraguay de Antes' (old photos & pics) დაარქივებული 2006-12-14 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Cerro Corá in Google Maps დაარქივებული 2022-04-07 საიტზე Wayback Machine.
- "Paraguay: A Brief History Of National Suicide" დაარქივებული 2012-05-14 საიტზე Wayback Machine.
- Time line of the War of the Triple Alliance დაარქივებული 2012-10-26 საიტზე Wayback Machine.