დემოკრატიის ინდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიოს ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, 2016 წ.
სრული დემოკრატია:
  9-10
  8-8,9
არასრული დემოკრატია:
  7-7,9
  6-6,9
ჰიბრიდული რეჟიმი:
  5-5,9
  4-4,9
ავტორიტარული რეჟიმი:
  3-3,9
  2-2,9
  0-1,9
  არასაკმარისი მონაცემები, შეუფასებელი

დემოკრატიის ინდექსი — ინდექსი, რომელსაც ადგენს ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი და ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა და 165 — გაეროს წევრი. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომლებიც ნაწილდებიან 5 სხვადასხვა კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა.[1] რიცხვობრივ ქულასა და რანგთან ერთად ინდექსი ახარისხებს ქვეყნებს და ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. ინდექსი პირველად 2006 წელს შეადგინეს, შემდგომში გამოვიდა 2008, 2010, 2011 და 2012 წლების ანალიზიც.[2]

მეთოდოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული,[3] დემოკრატიის ინდექსი არის საშუალო შეწონილი, რომელიც დამყარებულია 60 კითხვაზე, თითოეულს კი ორი ან სამი დასაშვები ალტერნატიული პასუხი გააჩნია. პასუხების ნაწილს იღებენ შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრის კვლევით. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომელთა კვლევის შედეგებიც არ არსებობს, იყენებენ მსგავსი ქვეყნების მონაცემებს და ამგვარად ავსებენ ინფორმაციულ ნაპრალებს.

კითხვები ნაწილდება ხუთ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. თითოეულ პასუხს ენიჭება 0 ან 1 ქულა, ხოლო 3 პასუხიანი კითხვების შემთხვევაში ემატება 0.5-ც. თითოეულ კატეგორიაში ჯამდება რიცხვები, მრავლდება ათზე და იყოფა კატეგორიაში არსებული კითხვების რაოდენობაზე. ზოგჯერ ერთი კითხვის პასუხი აზრს უკარგავს სხვა კითხვას. მაგალითად, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მთავრობის მეთაურის არჩევნები თავისუფლად არ ითვლება, მაშინ შემდეგი კითხვა „არის თუ არა არჩევნები მიუკერძოებელი?“ აღარ განიხილება, არამედ ავტომატურად ენიჭება 0 ქულა. მსგავსადვე, არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად ითვლება, რომ დაბალი ქულა აისახება შესაბამისი კატეგორიის ჯამზეც. მაგალითად:

  1. „არის თუ არა ეროვნული არჩევნები თავისუფალი და მიუკერძოებელი“;
  2. „ამომრჩეველთა უსაფრთხოება“;
  3. „უცხოური ძალების გავლენა მთავრობაზე“;
  4. „საჯარო მოსამსახურეების უნარი, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა“.

ხუთი კატეგორიის ინდექსები, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი, გასაშუალოვდება, რათა მოცემული ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი იქნას მიღებული. საბოლოოდ დემოკრატიის ინდექსი მრგვალდება მეასედამდე და ამის მიხედვით წყდება, რეჟიმის ტიპების კლასიფიკაციაში სად მოთავსდება ესა თუ ის ქვეყანა.

მოხსენებას ხშირად იყენებენ საერთაშორისო პრესაში, ისევე როგორც აკადემიურ ჟურნალებში.[4]

ცვლილებები 2010 წლის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის კვლევის მიხედვით, ნორვეგიამ 9.93 ქულა დააგროვა და 2010 წლიდან მოყოლებული, სიაში პირველ ადგილს იკავებს. მანამდე მოწინავე ქვეყანა შვედეთი იყო. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დაბალი, 1.08 ქულა აქვს და უკანასკნელ 167-ე ადგილზეა, ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში.[3]

დემოკრატიის საკითხში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან გაუარესება 2011-12 წლებში არ მომხდარა. ინდექსის მაჩვენებელი იგივე დარჩა 73 ქვეყნისთვის, გაუმჯობესდა 54-ისთვის და გაუარესდა 40-ისთვის. 2012 წლისთვის ლიბიას ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. 2012 წლის საშუალო ქულები ძალიან ჰგავს 2011 წლის შედეგებს. გამონაკლისია ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც საშუალო ქულა მეათედზე მეტით გაიზარდა - 3.62-დან 3.73-მდე და 3 ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან ჰიბრიდულზე გადავიდა (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო).[3]

2010-2011 წლებში 9 ქვეყანაში შეიცვალა რეჟიმის ტიპი, აქედან 4-ში - უარესისკენ. რუსეთი ჰიბრიდული რეჟიმიდან ავტორიტარულზე გადავიდა, რასაც კვლევის ავტორები უკავშირებენ 4 დეკემბრის არჩევნებსა და ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, კვლავ მიეღო მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. პორტუგალიას ასევე გაუუარესდა მაჩვენებელი და არასრულ დემოკრატიაში გადაინაცვლა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზით მოხდა. ტუნისი, მავრიტანია, ეგვიპტე და ნიგერი ავტორიტარულიდან ჰიბრიდულ რეჟიმში გადავიდნენ, ზამბია კი - არასრულ დემოკრატიაში.[5]

დემოკრატიის ინდექსი რეჟიმის ტიპის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემული ცხრილი აჩვენებს იმ ქვეყნების რაოდენობასა და მსოფლიო მოსახლეობის პროცენტულ წილს, რომლებიც სხვადასხვა რეჟიმში ცხოვრობენ 2012 წლის მონაცემებით:[3]

რეჟიმის ტიპი ქულა ქვეყნები (რაოდენობა) ქვეყნები (%) მსოფლიო მოსახლეობის წილი (%)
სრულად დემოკრატიულები 8.0-10 25 15.0 11.3
არასრულად დემოკრატიულები 6.0-7.9 54 32.3 37.2
ჰიბრიდული რეჟიმები 4.0-5.9 37 22.2 14.4
ავტორიტარული რეჟიმები   0-3.9 51 30.5 37.1

მსოფლიო მოსახლეობა გულისხმობს იმ 167 ქვეყნის ერთობლივ პოპულაციას, რომლებზეც კვლევა ჩატარდა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოტოვებული, ეს რიცხვი თითქმის უთანაბრდება მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის მაჩვენებელს.

დემოკრატიის ინდექსი რეგიონების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოცემული ცხრილი აჩვენებს საშუალო ინდექსს მსოფლიო რეგიონების მიხედვით და იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც 2012 წლის კვლევაში შევიდა:

რანგი რეგიონი ქვეყნები 2006[6] 2008 2010[7] 2011[5] 2012
1 ჩრდილოეთ ამერიკა 3 8.64 8.64 8.63 8.59 8.59
2 დასავლეთ ევროპა 21 8.60 8.61 8.45 8.40 8.44
3 ლათინური ამერიკა და კარიბები 24 6.37 6.43 6.37 6.35 6.36
4 აზია და ავსტრალაზია 28 5.44 5.58 5.53 5.51 5.56
5 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა 28 5.76 5.67 5.55 5.50 5.51
6 სუბსაჰარული აფრიკა 44 4.24 4.28 4.23 4.32 4.33
7 ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 20 3.54 3.48 3.52 3.62 3.73
  მსოფლიო 167 5.52 5.55 5.46 5.49 5.52

ქვეყნები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა დემოკრატიის ინდექსი 2012
ავღანეთის დროშა ავღანეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ალბანეთის დროშა ალბანეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ალჟირის დროშა ალჟირი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ანდორის დროშა ანდორა 2 არასრული დემოკრატია
ანგოლის დროშა ანგოლა 5 ავტორიტარული რეჟიმი
ანტიგუა და ბარბუდის დროშა ანტიგუა და ბარბუდა 2 არასრული დემოკრატია
არგენტინის დროშა არგენტინა 2 არასრული დემოკრატია
სომხეთის დროშა სომხეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 1 სრული დემოკრატია
ავსტრიის დროშა ავსტრია 1 სრული დემოკრატია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში 4 არასრული დემოკრატია
ბარბადოსის დროშა ბარბადოსი 2 არასრული დემოკრატია
Flag of the Byelorussian SSR ბელორუსია 5 ავტორიტარული რეჟიმი
ბელგიის დროშა ბელგია 1 სრული დემოკრატია
ბელიზის დროშა ბელიზი 2 არასრული დემოკრატია
ბენინის დროშა ბენინი 2 არასრული დემოკრატია
ბჰუტანის დროშა ბუტანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ბოლივიის დროშა ბოლივია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ბოტსვანის დროშა ბოტსვანა 2 არასრული დემოკრატია
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 2 არასრული დემოკრატია
ბრუნეის დროშა ბრუნეი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 2 არასრული დემოკრატია
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო 5 ავტორიტარული რეჟიმი
მიანმარის დროშა ბირმა 5 ავტორიტარული რეჟიმი
ბურუნდის დროშა ბურუნდი 5 ავტორიტარული რეჟიმი
კამბოჯის დროშა კამბოჯა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
კამერუნის დროშა კამერუნი 5 ავტორიტარული რეჟიმი
კანადის დროშა კანადა 1 სრული დემოკრატია
კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდე 2 არასრული დემოკრატია
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
ჩადის დროშა ჩადი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ჩილეს დროშა ჩილე 2 არასრული დემოკრატია
ჩინეთის დროშა ჩინეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 2 არასრული დემოკრატია
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები 5 ავტორიტარული რეჟიმი
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 1 სრული დემოკრატია
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა 5 ავტორიტარული რეჟიმი
ხორვატიის დროშა ხორვატია 2 არასრული დემოკრატია
კუბის დროშა კუბა 5 ავტორიტარული რეჟიმი
კვიპროსის დროშა კვიპროსი 2 არასრული დემოკრატია
ჩეხეთის დროშა ჩეხეთის რესპუბლიკა 1 სრული დემოკრატია
დანიის დროშა დანია 1 სრული დემოკრატია
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დომინიკის დროშა დომინიკა 2 არასრული დემოკრატია
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 2 არასრული დემოკრატია
აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი 2 არასრული დემოკრატია
ეკვადორის დროშა ეკვადორი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 4 ჰიბრიდული რეჟიმი
სალვადორის დროშა სალვადორი 2 არასრული დემოკრატია
ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
ერიტრეის დროშა ერიტრეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
ესტონეთის დროშა ესტონეთი 2 არასრული დემოკრატია
ეთიოპიის დროშა ეთიოპია 5 ავტორიტარული რეჟიმი
ფიჯის დროშა ფიჯი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ფინეთის დროშა ფინეთი 1 სრული დემოკრატია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2 არასრული დემოკრატია
საფრანგეთის გვიანას დროშა საფრანგეთის გვიანა 2 არასრული დემოკრატია
გაბონის დროშა გაბონი 5 ავტორიტარული რეჟიმი
გამბიის დროშა გამბია 5 ავტორიტარული რეჟიმი
საქართველოს დროშა საქართველო 4 ჰიბრიდული რეჟიმი
გერმანიის დროშა გერმანია 1 სრული დემოკრატია
განის დროშა განა 2 არასრული დემოკრატია
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 2 არასრული დემოკრატია
გრენადის დროშა გრენადა 2 არასრული დემოკრატია
გვატემალის დროშა გვატემალა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
გვინეის დროშა გვინეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ 5 ავტორიტარული რეჟიმი
გაიანის დროშა გაიანა 2 არასრული დემოკრატია
ჰაიტის დროშა ჰაიტი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 2 არასრული დემოკრატია
უნგრეთის დროშა უნგრეთი 2 არასრული დემოკრატია
ისლანდიის დროშა ისლანდია 1 სრული დემოკრატია
ინდოეთის დროშა ინდოეთი 2 არასრული დემოკრატია
ინდონეზიის დროშა ინდონეზია 2 არასრული დემოკრატია
ირანის დროშა ირანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ერაყის დროშა ერაყი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ირლანდიის დროშა ირლანდია 1 სრული დემოკრატია
ისრაელის დროშა ისრაელი 2 არასრული დემოკრატია
იტალიის დროშა იტალია 2 არასრული დემოკრატია
კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
იამაიკის დროშა იამაიკა 2 არასრული დემოკრატია
იაპონიის დროშა იაპონია 1 სრული დემოკრატია
იორდანიის დროშა იორდანია 5 ავტორიტარული რეჟიმი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
კენიის დროშა კენია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
კირიბატის დროშა კირიბატი 2 არასრული დემოკრატია
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა 5 ავტორიტარული რეჟიმი
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა 1 სრული დემოკრატია
ქუვეითის დროშა ქუვეითი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ლაოსის დროშა ლაოსი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ლატვიის დროშა ლატვია 2 არასრული დემოკრატია
ლიბანის დროშა ლიბანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ლესოთოს დროშა ლესოთო 2 არასრული დემოკრატია
ლიბერიის დროშა ლიბერია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ლიბიის დროშა ლიბია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი 2 არასრული დემოკრატია
ლიეტუვის დროშა ლიტვა 2 არასრული დემოკრატია
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი 1 სრული დემოკრატია
მაკედონიის დროშა მაკედონია 2 არასრული დემოკრატია
მადაგასკარის დროშა მადაგასკარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
მალავის დროშა მალავი 2 არასრული დემოკრატია
მალაიზიის დროშა მალაიზია 2 არასრული დემოკრატია
მალდივის კუნძულების დროშა მალდივის კუნძულები 4 ჰიბრიდული რეჟიმი
მალის დროშა მალი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
მალტის დროშა მალტა 1 სრული დემოკრატია
მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
მავრიტანიის დროშა მავრიტანია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
მავრიკის დროშა მავრიკი 1 სრული დემოკრატია
მექსიკის დროშა მექსიკა 2 არასრული დემოკრატია
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები 2 არასრული დემოკრატია
მოლდოვის დროშა მოლდოვა 2 არასრული დემოკრატია
მონაკოს დროშა მონაკო 2 არასრული დემოკრატია
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი 2 არასრული დემოკრატია
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო 2 არასრული დემოკრატია
მაროკოს დროშა მაროკო 4 ჰიბრიდული რეჟიმი
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ნამიბიის დროშა ნამიბია 2 არასრული დემოკრატია
ნაურუს დროშა ნაურუ 2 არასრული დემოკრატია
ნეპალის დროშა ნეპალი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ნიდერლანდების დროშა ჰოლანდია 1 სრული დემოკრატია
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 1 სრული დემოკრატია
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ნიგერის დროშა ნიგერი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ნიგერიის დროშა ნიგერია 5 ავტორიტარული რეჟიმი
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 1 სრული დემოკრატია
ომანის დროშა ომანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
პაკისტანის დროშა პაკისტანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
პალაუს დროშა პალაუ 2 არასრული დემოკრატია
პალესტინის დროშა პალესტინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
პანამის დროშა პანამა 2 არასრული დემოკრატია
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა 2 არასრული დემოკრატია
პარაგვაის დროშა პარაგვაი 2 არასრული დემოკრატია
პერუს დროშა პერუ 2 არასრული დემოკრატია
ფილიპინების დროშა ფილიპინები 2 არასრული დემოკრატია
პოლონეთის დროშა პოლონეთი 2 არასრული დემოკრატია
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 2 არასრული დემოკრატია
კატარის დროშა კატარი 5 ავტორიტარული რეჟიმი
რუმინეთის დროშა რუმინეთი 2 არასრული დემოკრატია
რუსეთის დროშა რუსეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
რუანდის დროშა რუანდა 5 ავტორიტარული რეჟიმი
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი 2 არასრული დემოკრატია
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია 2 არასრული დემოკრატია
სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშა სენტ-ვინსენტი და გრენადინები 2 არასრული დემოკრატია
სამოის დროშა სამოა 2 არასრული დემოკრატია
სან-მარინოს დროშა სან-მარინო 2 არასრული დემოკრატია
სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი 2 არასრული დემოკრატია
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
სენეგალის დროშა სენეგალი 2 არასრული დემოკრატია
სერბეთის დროშა სერბეთი 2 არასრული დემოკრატია
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
სიერა-ლეონეს დროშა სიერა-ლეონე 4 ჰიბრიდული რეჟიმი
სინგაპურის დროშა სინგაპური 4 ჰიბრიდული რეჟიმი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი 2 არასრული დემოკრატია
სლოვენიის დროშა სლოვენია 2 არასრული დემოკრატია
სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები 2 არასრული დემოკრატია
სომალის დროშა სომალი 5 ავტორიტარული რეჟიმი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკა 2 არასრული დემოკრატია
სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 სრული დემოკრატია
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
სუდანის დროშა სუდანი 5 ავტორიტარული რეჟიმი
სურინამის დროშა სურინამი 2 არასრული დემოკრატია
ესვატინის დროშა ესვატინი 5 ავტორიტარული რეჟიმი
შვედეთის დროშა შვედეთი 1 სრული დემოკრატია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 1 სრული დემოკრატია
სირიის დროშა სირია 5 ავტორიტარული რეჟიმი
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი 2 არასრული დემოკრატია
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ტანზანიის დროშა ტანზანია 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ტაილანდის დროშა ტაილანდი 2 არასრული დემოკრატია
ტოგოს დროშა ტოგო 5 ავტორიტარული რეჟიმი
ტონგის დროშა ტონგა 2 არასრული დემოკრატია
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 2 არასრული დემოკრატია
ტუნისის დროშა ტუნისი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
თურქეთის დროშა თურქეთი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ტუვალუს დროშა ტუვალუ 2 არასრული დემოკრატია
უგანდის დროშა უგანდა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
უკრაინის დროშა უკრაინა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 5 ავტორიტარული რეჟიმი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 1 სრული დემოკრატია
აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები 1 სრული დემოკრატია
ურუგვაის დროშა ურუგვაი 1 სრული დემოკრატია
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ვანუატუს დროშა ვანუატუ 2 არასრული დემოკრატია
ვენესუელის დროშა ვენესუელა 4 ჰიბრიდული რეჟიმი
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი 5 ავტორიტარული რეჟიმი
დასავლეთ ნაპირის დროშა დასავლეთი ნაპირი 4 ჰიბრიდული რეჟიმი
დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა 5 ავტორიტარული რეჟიმი
იემენის დროშა იემენი 5 ავტორიტარული რეჟიმი
ზამბიის დროშა ზამბია 2 არასრული დემოკრატია
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე 5 ავტორიტარული რეჟიმი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Democracy Index 2008 - Economist Intelligence Unit
  2. Democracy Index 2013 - Huffington Post
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Democracy index 2012.
  4. More State than Nation: Lukashenko's Belarus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-10. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
  5. 5.0 5.1 Democracy index 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-28. ციტირების თარიღი: 2014-08-11.
  6. The Economist Intelligence Unit's index of democracy
  7. Democracy index 2010