7 254
რედაქტირება
მურადმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობით მიღებისთანავე თავისი 5 უმცროსი ძმა მოაკვლევინა. სახელმწიფო საქმეებით ნაკლებად იყო დაკავებული. უპირატესობას [[ჰარემი|ჰარემში]] გატარებულ დროს ანიჭებდა. მის დროს ქვეყნის პოლიტიკაში დიდი როლი ითამაშეს მისმა დედამ, [[ნურბანუ სულთანი|ნურბანუმ]] და მისმა ცოლმა, [[საფიე სულთანი|საფიემ]]. რძალ-დედამთილის დაპირისპირების შედეგად სასახლეში დაჯგუფებები შეიქმნა და ინტრიგების ქსელში გაიხლართა. მურად III-ის მეფობის დროს მექრთამეობა და კორუფცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცხოვრების წესად იქცა. სიტუაცია მას შემდეგ გაუარესდა, რაც [[1579]] წელს დიდი ვეზირი [[სოკოლუ მეჰმედ-ფაშა]] გარდაიცვალა. მურადის მმართველობის პერიოდში იმპერია ფინანსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა.
მურად III-ს ჰყავდა 25 შვილი (21 [[შეჰზადე]] და 4 გოგო). გარდაიცვალა [[1595]] წელს [[თოფქაფის სასახლე|თოფქაფის სასახლის]] ჰარამხანაში. ამის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილი [[მეჰმედ III]], რომელმაც თავისი 19 ძმა მოაკვლევინა.
==ოჯახი==
|