ალ-მუთაზი
ალ-მუთაზი | |
---|---|
المعتز | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 866 |
მმართ. დასასრული: | 869 |
წინამორბედი: | ალ-მუსთაინი |
მემკვიდრე: | ალ-მუჰთადი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 847 |
გარდ. თარიღი: | ივლისი/აგვისტო 869 |
დინასტია: | აბასიანები |
მამა: | ალ-მუთავაქილი |
რელიგია: | ისლამი |
ალ-მუთაზი (არაბ. المعتز; დ. 847 — გ. ივლისი/აგვისტო 869) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 866-869 წლებში, „სამარის ანარქიის” დროს. ტახტზე ავიდა თურქების მხარდაჭერით 19 წლის ასაკში, რის მიხედვითაც იგი ყველაზე ახალგაზრდა აბასიან ხალიფად ითვლება.[1] მის ირგვლივ არსებობდა მრავალი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა არეულობისათვის. ალ-მუთაზის მმართველობა გამოირჩევა სისასტიკითა და ტერორით. მან სიკვდილით დასაჯა წინამორბედი ხალიფა ალ-მუსთაინი მიცემული უსაფრთხოების გარანტიის მიუხედავად, ასევე საკუთარი ძმა ალ-მუეიიადი, რომელიც მის შემდეგ ტახტის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა, მეორე ძმა აბუ აჰმედი კი დააპატიმრა, ხოლო როდესაც თურქებმა მისი გათავისუფლება სცადეს მოაკვლევინა, მოგვიანებით კი ეს ბუნებრივ სიკვდილად გამოაცხადა.
შემოსავლები უაზროდ იფლანგებოდა, ჯარისკაცები კი ანაზღაურებას ფაქტობრივად არ იღებდნენ, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. 869 წელს ალ-მუთაზი დაამხეს და მოკლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ History of the Arabs by Philip K Hitti
წინამორბედი: ალ-მუსთაინი |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 866-869 |
შემდეგი: ალ-მუჰთადი |