სელიმ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელიმ III
سليم ثالث
Joseph Warnia-Zarzecki - Sultan Selim III - Google Art Project.jpg
ოსმალეთის 28-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1789
მმართ. დასასრული: 1807
წინამორბედი: აბდულჰამიდ I
მემკვიდრე: მუსტაფა IV
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 დეკემბერი 1761
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 28 ივლისი 1808
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: მუსტაფა III
დედა: მიჰრიშაჰ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Selim III.JPG

სელიმ III (დ. 24 დეკემბერი, 1761 — გ. 28 ივლისი, 1808, სტამბოლი) — ოსმალეთის სულთანი 1789-1807 წლებში. შეეცადა რეფორმების გატარებას. იყო მოდერნიზაციის მომხრე. მისი დავალებით საერო და სასულიერო დიდგვაროვანთა წარმომადგენლების ჯგუფმა ნაწილობრივ განახორციელა გარდაქმნების პროგრამა (”ნიზამი ჯედიდ”), მაგრამ როდესაც გარდაქმნების წინააღმდეგ ფეოდალური რეაქცია გამოვიდა და იანიჩართა მღელვარება დაიწყო, სელიმ III-ს ძალა არ ეყო თავისი თანამოაზრეებისათვის მხარი დაეჭირა. 1807 წლის 29 მაისს იგი გადააყენეს, ერთი წლის შემდეგ მოკლეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]