არ-რაშიდი
იერსახე
| არ-რაშიდი | |
|---|---|
| الراشد | |
| აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
| მმართ. დასაწყისი: | 1135 |
| მმართ. დასასრული: | 1136 |
| წინამორბედი: | ალ-მუსთარშიდი |
| მემკვიდრე: | ალ-მუკთაფი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 1109 |
| გარდ. თარიღი: | 6 ივნისი, 1138 |
| გარდ. ადგილი: | ისპაანი |
| დინასტია: | აბასიანები |
არ-რაშიდი (არაბ. الراشد; დ. 1109 — გ. 6 ივნისი, 1138) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1135-1136 წლებში. ცდილობდა თურქ-სელჩუკებისაგან დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. მან უარი განუცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სულთნის წარმომადგენელს, რომელმაც მას 400 000 დინარის გადახდა მოსთხოვა, რის გადახდასაც მამამისი, ალ-მუსთარშიდი, ტყვეობაში ყოფნისას დასთანხმდა. საპასუხოდ სულთნის ჯარი ბაღდადში შეიჭრა. 1136 წელს არ-რაშიდი გადააყენეს. ახალი ხალიფა მისი ბიძა ალ-მუკთაფი გახდა. არ-რაშიდი ისპაანში გაიქცა, სადაც იგი 1138 წლის 6 ივნისს ასასინებმა მოკლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
- Али-заде А. Ар-Рашид Биллах (529/1135-530/1136) // Хроника мусульманских государств. — М.: Умма, 2007. — 445 с. — ISBN 5-94824-111-4.
- Рыжов К.В. Аббасиды // Все монархи мира. Мусульманский Восток VII-XV вв. — М.: Вече, 2004. — 544 с.: ил с.
| წინამორბედი: ალ-მუსთარშიდი |
ხალიფა 1135-1136 |
შემდეგი: ალ-მუკთაფი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||