ფატიმიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფატიმიდები
არაბ. الفاطميون‎‎
ქვეყანა ფატიმიდების სახალიფოს დროშა ფატიმიდების სახალიფო
ტიტულები ხალიფა
დამაარსებელი ალ-მაჰდი აბდულა
უკანასკნელი მმართველი ალ-ადიდი
დაარსდა 909
დაიშალა 1171
ეროვნება არაბები

ფატიმიდებიარაბი ხალიფების დინასტია (909-1171 წწ.). ფატიმიდები თავს ალისა და მაჰმადის ქალიშვილის ფატიმას შთამომავლად თვლიდნენ (აქედან მოდის სახელწოდებაც). დინასტიის ფუძემდებელი და პირველი ხალიფაა უბაიად ალ-ლაჰ იბნ მაჰდი (909-934 წწ.). მან ბერბერების დახმარებით მოსპო აღლაბიდების და რუსტამიდების დინასტიები ჩრდილოეთ აფრიკაში და თავისი ძალაუფლება დაამყარა. X საუკუნის შუა წლებში ფატიმიდებმა თითქმის მთელი ჩრდილოეთ აფრიკა და სიცილია დაიმორჩილეს, 969 წელს მათ დაიპყრეს ეგვიპტე. ძველი ფუსტატის ახლოს დააარსეს ახლანდელი კაირო (ალ-კაჰირა) და სახელმწიფოს ცენტრად აქციეს. X საუკუნის ბოლოსათვის ფატიმიდების ხელისუფლებას აღიარებენ ჰიჯაზში, იემენსა და სირიაში. ფატიმიდების სახელმწიფო სამხედრო-თეოკრატიული იყო. ხალიფა ერთდროულად ისმაილიტთა იმამად ითვლებოდა. ფატიმიდების სახალიფოში მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო. XI საუკუნის შუა წლებიდან მმართველ წრეებში უთანხმოებამ, არმიის ურჩობამ და დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგობამ ფატიმიდების სახალიფო დაცემის გზაზე დააყენა. 1171 წელს ძალაუფლება ხელთ იგდო სალაჰ ალ-დინმა და ფატიმიდების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

ხელისუფლების დამყარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინასტიის ფუძემდებელმა, უბაიად ალ-ლაჰ იბნ მაჰდიმ X საუკუნის დასაწყისში ბერბერების დახმარებით მოსპო აღლაბიდების დინასტია ჩრდილოეთ აფრიკაში და თავისი ხელისუფლება დაამყარა. მისი სახელმწიფო სულ უფრო იზრდებოდა, ჯარიც კარგად გაწვრთნილი იყო, რომელიც დაქირავებული მებრძოლეებისა და მამლუქებისაგან შედგებოდა.

ეგვიპტის დამორჩილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

914 წელს ფატიმიდები შემოიჭრნენ ეგვიპტეში და დაიკავეს ალექსანდრია, მაგრამ მალე ისინი დაამარცხეს აბასიანების არმიამ.

ახალი მცდელობა გაიმართა 919 წელს თუმცა, და ახლაც არაფერი არ გამოუვიდათ. ფატიმიდი სულთნის, უბეიდალახის ფლოტი ჩაძირეს აბასიდემბა, ხოლო ქვეითი არმია, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახერხა ალექსანდრიის დაკავება, 920 წლის ბოლოს მაინც გამორიყეს.

936 წლის ეგვიპტის კამპანია სრული მარცხით დასრულდა უბეიდალახის შვილისთვისაც - ფატიმიდი ხალიფა ალ-ქაიმასთვის.

ეგვიპტის დამორჩილება შეძლო უბეიდალახის შვილიშვილმა - ხალიფა ალ-მუიზმა (954-975). მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში, ალ მუიზი მოვიდა, დაიწყო სპეციალურ ბანაკებში ჯარის მომზადება. შეიქმნა ფლოტიც.

გაზაფხულზე 969 წელს, ასი ათასიანი ფატიმიდთა ჯარი, რომელსაც ჯაუხარი (ყოფილი მონა, ბერძნული წარმოშობის სიცილიიდან) მართავდა, შეიჭრა ეგვიპტეში. ამ ჯერად ადვილად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ ჯაუხარი წავიდა ფუსტატთან და დააარსა ახალი დედაქალაქი - კაირო. ეგვიპტე ფატიმიანთა იმპერიის ნაწილი გახდა.

ფატიმიდების დამხობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა უკანასკნელი ფატიმიდი ხალიფა აბუ მუჰამედ აბდულახ ინბ უსუფ ალ-ადიდი, ფატიმიდების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, ხოლო მათ ნაცვლად ხელისუფლება დაამყარა მუსლიმმა მხედართმთავარმა სალაჰ ად-დინმა. მან დააარსა აქ აიუბიდების დინასტია, რომელიც კარგად ეომებოდა ჯვაროსნებს სირიასა და პალესტინაში.

ხალიფების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]