შინაარსზე გადასვლა

ჰიშამ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰიშამ I
هشام بن عبد الرحمن الداخل

ჰიშამ I-ის მმართველობისას მოჭრილი ვერცხლის დირჰემი
კორდოვის საამიროს მეორე ამირა
მმართ. დასაწყისი: 788
მმართ. დასასრული: 796
წინამორბედი: აბდ ალ-რაჰმან I
მემკვიდრე: ალ-ჰაქამ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 აპრილი, 757
დაბ. ადგილი: კორდოვა
გარდ. თარიღი: 12 ივნისი, 796
გარდ. ადგილი: კორდოვა
დინასტია: ომაიანები
მამა: აბდ ალ-რაჰმან I
დედა: ჰალული

ჰიშამ I ან ჰიშამ ალ-რედა (არაბ. هشام بن عبد الرحمن الداخل; დ. 26 აპრილი, 757 — გ. ‎12 ივნისი, 796) — კორდოვის საამიროს მეორე ომაიანი ამირა, რომელიც ალ-ანდალუსიას 788-796 წლებში მართავდა.

788 წელს, მისი მმართველობის დასაწყისში, აუჯანყდნენ ძმები — სულეიმანი და აბდ ალაჰი.[1] ებრძოდა ფრანკებს. 793 წელს მათ წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და პირენეებში ჯარი გაგზავნა. ზოგიერთი წარმატების მიუხედავად, ლაშქრობა ფრანკთა სამეფოს შიდა რეგიონებში აღარ გაგრძელებულა. ბრძოლებში მოპოვებული ნადავლით გააფართოვა კორდოვის დიდი მეჩეთი და ააგო მრავალი ახალი მეჩეთი. გარდაიცვალა 796 წელს რვაწლიანი მმართველობის შემდეგ[2] 40 წლის ასაკში. ჰიშამ I იყო უმარ II-ის პროტოტიპი. ცდილობდა დაემკვიდრებინა ისლამური ცხოვრების წესი, ცხოვრობდა უბრალო ცხოვრების წესით და ცდილობდა თავიდან აერიდებინა სამეფო ეტიკეტის ცერემონიები; იყო ღვთისმოშიში პიროვნება და ცნობილი იყო მიუკერძოებელი მართლმსაჯულებით.

  • Herrmann Schreiber, Halbmond Uber Granada: Acht Jahrhunderte maurischer Herrschaft in Spanien, BechterMϋnz (1995), Mϋnchen, ISBN 3-86047-092-2, с 100—110.
  1. Roger Collins, Caliphs and Kings: Spain 796-1031, 29.
  2. Roger Collins, Caliphs and Kings: Spain 796-1031, 30.
წინამორბედი:
აბდ ალ-რაჰმან I
ამირა
788–796
შემდეგი:
ალ-ჰაქამ I