მუსტაფა I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსტაფა I
ოსმ. مصطفى اول‎ — Mustafa-i evvel'
Mustafa 1.jpg
ოსმალეთის მე-15 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 22 ნოემბერი, 1617
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1618
წინამორბედი: აჰმედ I
მემკვიდრე: ოსმან II
ოსმალეთის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 20 მაისი, 1622
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1623
წინამორბედი: ოსმან II
მემკვიდრე: მურად IV


რეგენტი: ჰალიმე სულთანი
(16171618)
(16221623)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1591
დაბ. ადგილი: მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 20 იანვარი 1639
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ III
დედა: ჰალიმე სულთანი
რელიგია: ისლამი

მუსტაფა I (ოსმ. مصطفى اول‎ — Mustafa-i evvel, თურქ. Birinci Mustafa); დ. 1591 — გ.20 იანვარი 1639) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1617 - 1618 და 1622 - 1623 წლებში. მეჰმედ III-ისა და აფხაზი ალიმე სულთნის შვილი. აჰმედ I-ის ძმა.

მუსტაფა I დაიბადა 1591 წელს მანისაში. 1603 წელს მეჰმედ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მუსტაფას უფროსი ძმა, აჰმედ I. ტრადიციის მიხედვით, მუსტაფა სიკვდილით უნდა დასჯილიყო, თუმცა აჰმედმა ეს ტრადიცია დაარღვია და უარი განაცხადა 12 წლის მუსტაფას სიკვდილით დასჯაზე.

აჰმედ I-ის 14-წლიანი მმართველობის დროს მუსტაფა იზოლირებული იყო თოფქაფის სასახლეში, ამის გამო მუსტაფა სულიერად დაავადდა. 1617 წელს აჰმედ I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო აჰმედის ვაჟი შეჰზადე ოსმანი, რომელიც ჯერ 13 წლისაც არ იყო. ამიტომ შეიჰ-ულ-ისლამის გადაწყვეტილებით, ტახტზე მუსტაფა ავიდა.

დაავადების გამო, მუსტაფა ვერ მართავდა იმპერიას, მხოლოდ სასახლის კარის დაჯგუფებების ბრმა იარაღს წარმოადგენდა. იმპერია იმართებოდა მისი დედის, ჰალიმე სულთნის მიერ. 1618 წლის 26 თებერვალს მუსტაფა I მისმა ძმისშვილმა, ოსმან II-მ ტახტიდან ჩამოაგდო. 1622 წლის 19 მაისს იანიჩარების აჯანყების შედეგად ოსმან II-ც ჩამოაგდეს ტახტიდან და ისევ მუსტაფა I აიყვანეს. 1623 წლის 10 სექტემბერს მუსტაფა მისმა მეორე ძმისშვილმა, მურად IV ჩამოაგდო. სიცოცხლის ბოლო წლები მუსტაფა I-მა შინაპატიმრობაში გაატარა. გარდაიცვალა 1639 წლის 20 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]