ალ-მუნზირი
იერსახე
| ალ-მუნზირი | |
|---|---|
| المنذر | |
| კორდოვის საამიროს მეექვსე ამირა | |
| მმართ. დასაწყისი: | 886 |
| მმართ. დასასრული: | 888 |
| წინამორბედი: | მუჰამად I |
| მემკვიდრე: | აბდ ალ-ალაჰი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 842/844 |
| დაბ. ადგილი: | კორდოვა |
| გარდ. თარიღი: | 888 |
| დინასტია: | ომაიანები |
| მამა: | მუჰამად I |
ალ-მუნზირი (არაბ. المنذر; დ. 842/844 — გ. 888) — კორდოვის საამიროს მეექვსე ომაიანი ამირა, რომელიც ალ-ანდალუსიას 886-888 წლებში მართავდა. მისი წინამორბედის, მუჰამად I-ის ვაჟი.
დაიბადა კორდოვაში. მამამისის მეფობის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს ქრისტიანი მეზობლებისა და აჯანყებული მულადების წინააღმდეგ. ტახტზე ავიდა 886 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ. განაგრძობდა ბრძოლას აჯანყებული უმარ იბნ-ჰაფსუნის წინააღმდეგ. გარდაიცვალა 888 წელს ორწლიანი მმართველობის შემდეგ. ზოგიერთი ვერსიით მოკლა ძმამ, აბდ ალ-ალაჰმა, რომელიც მის შემდეგ ავიდა ტახტზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Altamira, Rafael (1999). "Il califfato occidentale". Storia del mondo medievale II. pp. 477–515.
| წინამორბედი: მუჰამად I |
ამირა 886–888 |
შემდეგი: აბდ ალ-ალაჰი |
| ||||||||||||||