ალ-ქაიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალ-ქაიმ ბი-ამრ ალაჰ აბულ-ყასიმ მუჰამად იბნ ალ-მაჰდი
أبو القاسم محمد بن المهدي القائم بأمر الله
ფატიმიდების სახალიფოს მე-2 ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 934
მმართ. დასასრული: 946
წინამორბედი: ალ-მაჰდი აბდულა
მემკვიდრე: ალ-მანსურ ბილაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 893
გარდ. თარიღი: 17 მაისი, 946
შვილები: ალ-მანსურ ბილაჰი
დინასტია: ფატიმიდები
მამა: ალ-მაჰდი აბდულა
რელიგია: შიიტური ისლამი


ალ-ქაიმ ბი-ამრ ალაჰი (სრული სახელი — აბულ-ყასიმ იბნ ალ-მაჰდი, არაბ. أبو القاسم محمد بن المهدي القائم بأمر الله‎‎ დ. 893 — გ. 17 მაისი, 946) — ფატიმიდების სახალიფოს მე-2 ხალიფა 934-946 წლებში, ფატიმიდთა დინასტიის დამაარსებლის, ალ-მაჰდი აბდულას ვაჟი.

მმართველობის პერიოდში არ დაუტოვებია სახალიფოს დედაქალაქი მახდია. ის იყო სუსტი და უნებისყოფო მმართველი. მის დროს სახელმწიფო საქმეებს ბერბერი სამხედრო პირები განაგებდნენ. 940-იან წლებში ალ-ქაიმის ნათესავებს რამდენიმეჯერ ჰქონდათ მისი გადაყენების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. 944-947 წლებში მიმდინარე ბერბერებისა და აბუ იაზიდის აჯანყებებმა საგრძნობლად შეარყიეს ცენტრალური ხელისუფლება.

ალ-ქაიმი გარდაიცვალა 946 წლის 17 მაისს. მის შემდეგ ფატიმიდთა სახალიფოს სათავეში აღმოჩნდა მისი უფროსი ვაჟი, ალ-მანსური, რომელმაც დედაქალაქი მახდიიდან ელ-მანსურიაში გადაიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ალ-მაჰდი აბდულა
ფატიმიდი ხალიფა
909-934
შემდეგი:
ალ-მანსურ ბილაჰი