ხალიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოსმალეთის სახალიფო

ხალიფა (არაბ. خليفة‎‎, მოადგილე, ნაცვალი, მემკვიდრე) — მუსლიმანური თემისა და მუსლიმანური თეოკრატიული სახელმწიფოს (სახალოფოს) სასულიერო და საერო ხელმძღვანელი, ხალიფები ითვლებოდნენ ალაჰის მოციქულის – მაჰმადის მოადგილეებად, ხოლო ომაიანებიდან დაწყებული – თვით ალაჰის მოადგილეებად დედამიწაზე. X საუკუნის I ნახევრიდან ხალიფას ტიტულს აბასიანთა გარდა იღებენ აგრეთვე ფატიმიდები და ესპანეთის ომაიანები. აბასიანთა სახალიფოს დაცემის შემდეგ (XIII საუკუნე) ხალიფას ტიტულს ატარებდნენ ზოგიერთი მუსულმანური სახელმწიფოს მეთაურები – სულთნები (მაგ. ოსმალეთის), რომლებიც სასულიერო სუვერენიტეტის პრეტენზიას აცხადებდნენ მსოფლიოს ყველა მუსლიმანზე.

პირველი ხალიფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]