ალ-მუსთაინი
იერსახე
| ალ-მუსთაინი | |
|---|---|
| المستعين | |
| აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
| მმართ. დასაწყისი: | 862 |
| მმართ. დასასრული: | 866 |
| წინამორბედი: | ალ-მუნთასირი |
| მემკვიდრე: | ალ-მუთაზი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 836 |
| დაბ. ადგილი: | სამარა |
| გარდ. თარიღი: | 866 |
| გარდ. ადგილი: | ბაღდადი |
| დინასტია: | აბასიანები |
ალ-მუსთაინი (არაბ. المستعين; დ. 836 — გ. 866) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 862-866 წლებში.
მისი წინამორბედი ხალიფას, ალ-მუნთასირის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩენია, თურქული არმიის ლიდერებმა ახალი ხალიფას ასარჩევად საბჭო მოიწვიეს. ისინი მხარს არ უჭერდნენ ალ-მუთაზის ან მისი ძმების კანდიდატურებს, ამიტომ აირჩიეს ალ-მუთასიმის შვილიშვილი ალ-მუსთაინი.
აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახალიფოში არაბებმა გაბატონებული პოზიცია დაკარგეს და თურქები უკვე მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- А. Али-заде Аль-Мунтасир Биллах (247/861-248/862) დაარქივებული 2015-06-21 საიტზე Wayback Machine. // Хроника мусульманских государств. М., УММА,. 2004. – 445 с., илл. ISBN 5-94824-111-4
| წინამორბედი: ალ-მუნთასირი |
ხალიფა 862-866 |
შემდეგი: ალ-მუთაზი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||