ალ-მუკთადირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალ-მუკთადირი
المقتدر‎‎‎
Dinar of al-Muqtadir with Abu'l-Abbas and Amid al-Dawla.jpg
ალ-მუკთადირის ოქროს დინარი
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 908
მმართ. დასასრული: 932
წინამორბედი: ალ-მუქთაფი
მემკვიდრე: ალ-კაჰირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 895
გარდ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 932
დინასტია: აბასიანები
რელიგია: ისლამი

აბუ ლ-ფადი ჯაფარ იბნ აბდულაჰ ალ-მუკთადირ ბილლაჰი (უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუკთადირი; დ. 895 — გ. 31 ოქტომბერი, 932) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 908-932 წლებში. მისი მამის, ალ-მუქთაფის გარდაცვალებისას იგი მხოლოდ 13 წლის იყო. მასთან ერთად ტახტის პრეტენდენტი იყო, ასევე, ბიძამისი აბდალა, თუმცა, საბოლოოდ ხალიფად ალ-მუკთადირი აირჩიეს, აბდალა კი მოკლეს.

ალ-მუკთადირი სუსტი მმართველი იყო. ერჩივნა დრო გართობაში გაეტარებინა და სახელმწიფოს საქმეები არ ადარდებდა, რის გამოც სახალიფო გამუდმებით კარგავდა ტერიტორიებს. ხალიფა მოკლეს 932 წელს ბაღდადის კარიბჭესთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
წინამორბედი:
ალ-მუქთაფი
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
908-932
შემდეგი:
ალ-კაჰირი