რობერტ კოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ კოხი
გერმ. Robert Heinrich Hermann Koch[1]
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი, 1843(1843-12-11)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბ. ადგილი კლაუსთალი, ჰანოვერის სამეფო, გერმანიის კავშირი
გარდ. თარიღი 27 მაისი, 1910(1910-05-27)[2] [4] [5] [7] [16] [8] [10] [12] [13] [14] [15] (66 წლის)
გარდ. ადგილი ბადენ-ბადენი, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანიის იმპერია[17]
მოქალაქეობა ჰანოვერის სამეფო
 გერმანიის იმპერია
საქმიანობა ბიოლოგი, ექიმი, გამომგონებელი, ფოტოგრაფი, უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი და military physician
მუშაობის ადგილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები იოჰანეს ანდრეას გრიბ ფიგერი, ავგუსტ ფონ ვასერმანი, ალექსანდერ აბოტი და ჯონ ადისონ ფორდაისი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა დოქტორი[18]
მეუღლე ემი კოხი და ჰედვიგ კოხი
მამა Hermann Koch
დედა Mathilde Henriette Koch
შვილ(ებ)ი Gertrud Pfuhl
ნათესავ(ებ)ი William Threlfall
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[19] [20], ბერლინის საპატიო მოქალაქე, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, Honorary citizen of Clausthal-Zellerfeld, წითელი არწივის ორდენი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[21]
ხელმოწერა

ჰენრიხ გერმან რობერტ კოხი (გერმ. Heinrich Hermann Robert Koch; დ. 11 დეკემბერი, 1843, კლაუსთალი, გერმანია, — გ. 27 მაისი, 1910, ბადენ-ბადენი, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882), მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტუბერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვ. 1905 წელს კოხს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ადრეული შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1866 წელს დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. ექიმად მუშაობდა გერმანიის სხვადასხვა პროვინციულ ქალაქში. საველე ქირურგად მსახურობდა პრუსია-საფრანგეთის ომში (1870-1871). 1871-1880 წლებში სანიტარული ექიმი იყო ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი, პოლონეთი), სადაც შექმნა საოჯახო ლაბორატორია და ჩაატარა თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები.

გეტინგენში კოხის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო გერმანელი ანატომი და ჰისტოლოგი ფრიდრიხ გუსტავ იაკობ ჰენლე, რომელმაც 1840 წელს გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომ ინფექციურ დაავადებებს მიკროსკოპული ცოცხალი ორგანიზმები იწვევდა. 1850 წელს ფრანგმა კაზიმირ-ჟოზეფ დავენმა ინფიცირებული ცხოველის სისხლში პირველად მიაგნო მიკრობებს და 1860 წელს დაავადებული ცხოველის სისხლის ჯანმრთელ ცხვარში შეყვანით (ინოკულაციით) შეძლო ჯილეხის გამომწვევის გამოვლენა. წინამორბედების კვლევებით შთაგონებულმა კოხმა სათანადო საკვებ ნიადაგზე მოთავსებით მოახერხა ჯილეხის ბაცილების კულტივირება და აღმოაჩინა, რომ ბაქტერიის სპორები გარემოში დიდხანს ინარჩუნებდნენ სიცოცხლისუნარიანობას. 1876 წელს კოხმა ბრესლაუში წარმატებით წარადგინა ჯილეხის გამომწვევის სასიცოცხლო ციკლის კვლევის შედეგები. ბრესლაუში მისი მასპინძლის, ბოტანიკოს ფერდინანდ იულიუს კონის მოსწავლის იოზეფ შრეტერის ექსპერიმენტებზე დაყრდნობით კოხმა სრულყო მიკროორგანიზმების წმინდა კულტურის მიღების მეთოდი. მოგვიანებით მან ბაქტერიული კულტურების კვლევის, შენახვისა და ფოტოფიქსაციის მეთოდებიც დაამუშავა.

საერთაშორისო აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870-იანი წლების ბოლოს კოხი აქტიურად მუშაობდა ჭრილობების ინფექციის, სეპტიცემიისა და ტუბერკულოზის საკითხებზე. ამავე პერიოდში მან ჩამოყალიბა ინფექციის გამომწვევის იდენტიფიცირების სახელმძღვანელო მითითებები (კოხის პოსტულატები): 1) ყოველი ინფექციური დაავადების გამომწვევი სპეციფიკური მიკროორგანიზმია, 2) მისი კულტურის სახით გამოყოფა შესაძლებელია ლაბორატორიულ პირობებში, 3) შესაბამის ცხოველში კულტურის ინოკულაცია იწვევს დაავადების განვითარებას, 4) იგივე მიკროორგანიზმის აღმოჩენა შესაძლებელია ამ ახლადინფიცირებულ ცხოველში.

1881 წელს კოხმა მის მიერ გამოვლენილი ტუბერკულოზის ბაცილა ლონდონის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესს წარუდგინა, მომდევნო წელს კი საკუთარი აღმოჩენა და კვლევების შედეგები ბერლინის ფიზიოლოგიის საზოგადოებას გააცნო. კოხის მუშაობა ტუბერკულოზზე ქოლერის პანდემიამ შეაფერხა. გერმანიის მთავრობამ ის საიდუმლო მრჩევლის რანგით სპეციალური კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა და ეგვიპტეში მიავლინა. კოხის ეგვიპტეში ჩასვლის დროისთვის ეპიდემია უკვე უკან იხევდა და მეცნიერი ინდოეთში გაემგზავრა, რათა დარწმუნებულიყო საკუთარ ვარაუდში, რომ ქოლერას ვიბრიონი იწვევდა.

1885-1891 წლებში კოხი იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი, 1891-1904 წლებში კი — ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა). 1880-იანი წლების ბოლოს კოხი აქტიურად დაუბრუნდა ტუბერკულოზის საკითხებზე მუშაობას და 1890 წელს შექმნა ტუბერკულინი — ტუბერკულოზის მიკობაქტერიის პროტეინების შემცველი პრეპარატი. კოხი თვლიდა, რომ ტუბერკულინი არა მხოლოდ ფილტვის ტუბერკულოზის ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკოდ, არამედ მის სამკურნალოდაც გამოდგებოდა. ეს უკანასკნელი მტკიცება არასწორი აღმოჩნდა და ერთხანს ტუბერკულინის დიაგნოსტიკური სარწმუნოებაც ეჭვქვეშ დააყენა. ამჟამად ის გამოიყენება ტუბერკულოზის კანის სინჯისთვის (მანტუს სინჯი).

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900-იანი წლების დასაწყისში კოხი იკვლევდა მალარიას ახალ გვინეასა და იტალიაში, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის ჭირს სამხრეთ აფრიკაში, შავ ჭირს ინდოეთში. მოგვიანებით ის აფრიკაში დაბრუნდა ტრიპანოსომოზზე სამუშაოდ და ბრიტანეთის სამხრეთაფრიკული კომპანიისა და კოლონიური ხელისფულებისგან დიდძალი თანხა მიიღო მსხვილფეხა პირუტყვის ინფექციური დაავადების, აღმოსავლეთ ნაპირის ცხელების გამოსაკვლევად, რასაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია. კოხი მსოფლიოს გარშემო მისი მოგზაურობის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა 1908 წელს გერმანიის მთავრობის მითითებით ამერიკის შეერთებულ შტატებში შეჩერდა, რათა ტუბერკულოზის შესახებ ვაშინგტონის საერთაშორისო კონგრესს ოფიციალური დელეგატის სახით დასწრებოდა. აქედან ის გერმანიაში დაბრუნდა. გარდაიცვალა 1910 წელს ბადენ-ბადენში.

კოხის მიერ ინფექციური დაავადებების ეტიოლოგიის შესახებ შექმნილმა ძირეულმა კონცეფციებმა, მისმა აღმოჩენებმა და ტექნიკურმა ინოვაციებმა დიდი როლი შეასრულა ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებიდან ბევრმა ბაქტერიოლოგიაში ახალი ეპოქას ჩაუყარა საფუძველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://www.britannica.com/biography/Robert-Koch
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
  4. 4.0 4.1 Stevenson L. G. Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. nobelprize.orgNobel Foundation.
  7. 7.0 7.1 Luminous-Lint — 2005.
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. Istrapedia
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  12. 12.0 12.1 Académie nationale de médecine
  13. 13.0 13.1 Annuaire prosopographique : la France savante
  14. 14.0 14.1 Base biographique
  15. 15.0 15.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
  16. Who Named It?
  17. Шамин А. Н. Кох Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 295.
  18. Deutsche Nationalbibliothek Record #118564064 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1905/
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  21. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 206.