ჰანოვერის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰანოვერის სამეფო
Königreich Hannover

სამეფო

 
Flag of the Kingdom of Westphalia.svg
1814 — 1866  
Flagge Preußen - Provinz Hannover.svg
Flag of Hanover 1837-1866.svg Royal Arms of the Kingdom of Hanover.svg
დროშა გერბი
Hannover 1866 flagcolour.png
დედაქალაქი ჰანოვერი
ენა გერმანული
რელიგია პროტესტანტიზმი
მოსახლეობა 1 360 392 ად. (1816)
1 927 800 ად. (1865)
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია ველფები (ჰანოვერის დინასტია)
მეფე
 - 1814–1820 ჯორჯ III
 - 1820-1830 ჯორჯ IV
 - 1830-1837 უილიამ IV
 - 1837-1851 ერნესტ ავგუსტ I
 - 1851-1866 ჯორჯ V
ისტორია
 - შექმნა 1814
 - გაუქმება 1866

ჰანოვერის სამეფო (გერმ. Königreich Hannover) — სამეფო თანამედროვე გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1814–1866 წწ. დედაქალაქი ჰანოვერი. იგი დაარსდა ვენის კონგრესის შემდეგ ნაპოლეონისეული ვესტფალიის სამეფოს გაუქმების შედეგად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაპოლეონის ომების შედეგად 1803 წელს საფრანგეთმა მოახდინა ჰანოვერის ოკუპაცია. ჟან ბატისტ ბერნადოტი, ნორვეგიისა და შვედეთის მომავალი მეფე, 1804 წლის 14 მაისს ჰანოვერის გუბერნატორად დაინიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ ჰანოვერი პრუსიამ დაიპყრო, ხოლო 1807 წელს შევიდა ჟერომ ბონაპარტის მეთურობით შექმნილ ვესტფალიის სამეფოს შემადგენლობაში. 1814 წელს ვენის კონგრესის შედეგად ვესტფალია გაუქმდა, შეიქმნა ჰანოვერის სამეფო და შევიდა გერმანიის კავშირში.

პირველი მეფე, ისე, რომ მან არაფერი იცოდა გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III, ამ დროს იგი უკვე უიმედო ფსიქიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემდეგი ორი მეფეც ჯორჯ IV და უილიამ IV არასოდეს ყოფილან ჰანოვერში. ფაქტობრივად, 1837 წლამდე ჰანოვერს განაგებდა გენერალ-შტატჰალტერი, ჯორჯ III-ის უმცროსი შვილი ადოლფ ფრედერიკი.

1837 წლიდან სალიკური სამართლის მიხედვით ტახტზე ადის ჯორჯ III-ის მეხუთე შვილი ერნესტ ავგუსტ I. იგი გახდა ჰანოვერის პირველი მეფე, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა ჰანოვერში.

ჰანოვერის სამეფო გაუქმდა 1866 წელს. ამჟამად ყოფილი სამეფოს ტერიტორია შედის ქვემო საქსონიის შემადგენლობაში, ხოლო ჰანოვერი მისი დედაქალაქია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mijndert Bertram: Das Königreich Hannover – Kleine Geschichte eines vergangenen deutschen Staates. Hahn, Hannover 2003, ISBN 3-7752-6121-4.