სანტიაგო რამონ-ი-კახალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანტიაგო რამონ-ი-კახალი
ესპ. Santiago Felipe Ramón y Cajal
Cajal-Restored.jpg
დაბ. თარიღი 1 მაისი 1852(1852-05-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი Petilla de Aragón[14]
გარდ. თარიღი 17 ოქტომბერი 1934(1934-10-17)[15] [4] [2] [5] [7] [8] [9] [11] [12] [13] (82 წლის)
გარდ. ადგილი მადრიდი[16] [17]
დასაფლავებულია ალმუდენის სასაფლაო
მოქალაქეობა ესპანეთი[18] [19]
სამეცნიერო სფერო ჰისტოლოგია
მუშაობის ადგილი Universidad Central, University of Barcelona და ვალენსიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი University of Zaragoza და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Josep Pujol i Capsada, Fernando de Castro Rodríguez, Nicolás Achúcarro y Lund, Luis Sagaz Zubelzu და Jorge Francisco Tello
მეუღლე Silveria Fañanás
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[20] [21], ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ჰელმჰოლცის მედალი[22] , ისაბელ კათოლიკეს ორდენის დიდი ჯვარი[23] , კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი[24] , Medalla Plus Ultra[25] , კრუნის სახელობის პრემია, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი და მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
ხელმოწერა Firma de Santiago Ramón y Cajal.svg

სანტიაგო რამონ-ი-კახალი (ესპ. Santiago Ramón y Cajal; დ. 1 მაისი, 1852, პეტილია-დე-არაგონი, ესპანეთი, — გ. 17 ოქტომბერი, 1934, მადრიდი) — ესპანელი ექიმი და ჰისტოლოგი, თანამედროვე ნეირობიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი (1906, კამილო გოლჯისთან ერთად).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტიაგო რამონ-ი-კახალი დაიბადა ნავარის პროვინციის ქალაქ პეტილია-დე-არაგონში. მამა ანატომიის მასწავლებელი იყო. ბავშვობაში დაუმორჩილებელი და წინააღმდეგობრივი ხასიათით გამოირჩეოდა. ამასთანავე გატაცებული იყო ხატვით და ტანვარჯიშით. მედიცინის მიმართ ინტერესი მამამ გაუღვივა, როდესაც ადამიანის ძვლოვანი ნაშთების ჩანახატების გაკეთება სთხოვა. 1873 წელს დაამთავრა სარაგოსის უნივერსიტეტი. 1874-1875 წლებში სამხედრო ექიმად ახლდა ესპანეთის არმიის ექსპედიციას კუბაზე.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, 1875 წლიდან მუშაობდა იმავე უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ასისტენტად. შემდეგ იყო ვალენსიის უნივერსიტეტის აღწერითი ანატომიის პროფესორი (1884-1887), ბარსელონისა (1887-1892) და მადრიდის (1892-1922) უნივერსიტეტების ჰისტოლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის პროფესორი. მისი ადრეული ნაშრომები ანთების მექანიზმებს, ქოლერის მიკრობიოლოგიას და ეპითელური ქსოვილის ჰისტოლოგიას ეძღვნებოდა. მოგვიანებით მან გააუმჯობესა ნერვული ქსოვილის შეღებვის კამილო გოლჯის მიერ მოწოდებული ვერცხლის ნიტრატის მეთოდი (1903) და შეიმუშავა ოქროთი შეღებვის წესი (1913). ამ მეთოდების გამოყენებით რამონ-ი-კახალმა შეძლო ნერვული უჯრედის (ნეირონის) დიფერენცირება სხვა ტიპის უჯრედებისგან, მათი სტრუქტურის და თავის ტვინის რუხ ნივთიერებასა და ზურგის ტვინში ნეირონული კავშირების ანატომიის შესწავლა. საკუთარ დაკვირვებებს თან ურთავდა მის მიერვე შესრულებულ დეტალურ ანატომიურ ილუსტრაციებს. ამგვარად, გოლჯისა და რამონ-ი-კახალის ნაშრომების საფუძველზე დადგინდა, რომ ნეირონი ნერვული ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, რისთვისაც მათ 1906 წელს ნობელის პრემია მიენიჭათ. რამონ-ი-კახალი ამ ჯილდოს პირველი ესპანელი ლაურეატი გახდა.

1899 წელს რამონ-ი-კახალი ჰიგიენის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი გახდა, 1920 წელს კი ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის ხელშეწყობით მადრიდში დააფუძნა ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორია, რომელსაც შემდგომში კახალის ინსტიტუტი ეწოდა. იქ რამონ-ი-კახალი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. გარდაიცვალა 1934 წელს, 82 წლის ასაკში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამონ-ი-კახალის მთავარი დამსახურება ნეიროანატომიაში მისი გამოკვლევებია. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს შორის აღსანიშნავია „ნერვული სისტემის დეგენერაცია და რეგენერაცია“ (ესპ. Estudios sobre la degeneración y regeneración del sistema nervioso, 2 ტომად, 1913-1914). კახალმა ექსპერიმენტულად აჩვენა, რომ ნერვულ უჯრედებს შორის ურთიერთკავშირს არა ანატომიური უწყვეტობა (როგორც ამას იმ დროს არსებული „რეტიკულური თეორია“ ამტკიცებდა), არამედ ნაპრალებით გამოყოფილი მომიჯნავე ნეირონები ქმნიდა. თავად გოლჯი რეტიკულური თეორიის დამცველი და კახალის ოპონენტი იყო. მომიჯნავე ნეირონების კავშირების კახალის მიერ მოწოდებულ მოდელს მოგვიანებით ჰაინრიხ ვალდაიერმა ნეირონული თეორია უწოდა და თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებლურ კონცეფციად ითვლება. კახალს ეკუთვნის ასევე აქსონის ზრდის კონუსის აღმოჩენა. მის სახელს ატარებს კუჭ-ნაწლავის სისტემაში მის მიერვე აღმოჩენილი უჯრედების ახალი ტიპი — კახალის ინტერსიტიციული უჯრედები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Find a Grave — 1995.
  5. 5.0 5.1 მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.
  6. Who Named It?
  7. 7.0 7.1 KNAW Past Members
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Grove Art Online, Grove Dictionary of Art Online / J. TurnerOUP, 1998.
  10. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon OnlineB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter.
  11. 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  12. 12.0 12.1 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  13. 13.0 13.1 Academy of Sciences of Turin — 1757.
  14. Martínez A. The contributions of Santiago Ramón y Cajal to cancer research — 100 years on | Nature Reviews Cancer // Nature Reviews CancerNPG, 2005. — ISSN 1474-175X; 1474-1768
  15. კონგრესის ბიბლიოთეკა — 1800.
  16. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118641867 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Santiago Ramón y Cajal // Biography.com — 2014.
  18. Altman L. K. Psychiatrist Is Among Five Chosen for Medical Award // The New York Times / D. BaquetManhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 2006. — ISSN 0362-4331; 1553-8095
  19. https://datos.gob.es/es/catalogo/e00123904-autores-espanoles-en-dominio-publico-fallecidos-desde-1900
  20. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1906 // Nobelprize.orgNobel Foundation.
  21. The Nobel Prize amounts // Nobelprize.orgNobel Foundation.
  22. http://biblioteca.ucm.es/BUCM/med/Helmholtz-11.pdf
  23. https://boe.es/datos/pdfs/BOE//1901/191/A00153-00154.pdf
  24. Real decreto concediendo la Gran Cruz de Alfonso XII á D. Santiago Ramón y Cajal. // Boletín oficial del EstadoAgencia Estatal Boletín Oficial del Estado, 1902. — ISSN 0212-033X
  25. Real decreto concediendo la Medalla de oro "Plus Ultra" a D. Santiago Ramón y Cajal, Doctor en Medicina. // Boletín oficial del EstadoAgencia Estatal Boletín Oficial del Estado, 1926. — ISSN 0212-033X