ფრედერიკ ჰოპკინზი
ფრედერიკ ჰოპკინზი | |
---|---|
ინგლ. Frederick Gowland Hopkins | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 20 ივნისი 1861[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ისტბორნი[9] [10] [1] |
გარდ. თარიღი | 16 მაისი 1947[10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო[10] [1] |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ბიოქიმია |
მუშაობის ადგილი | ლონდონის სამეფო კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლონდონის სამეფო კოლეჯი, გაის სახელობის ჰოსპიტალი, ტრინიტის კოლეჯი და ლონდონის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ლუის ფედერიკო ლელუარი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[9] [11] [12], კოპლის მედალი[9] [13] , სამეფო მედალი, ალბერტის მედალი, კრუნის სახელობის პრემია, Baly Medal და რაინდი-ბაკალავრი |
სერ ფრედერიკ გოულენდ ჰოპკინზი (ინგლ. Frederick Gowland Hopkins; დ. 20 ივნისი, 1861, ისტბორნი — გ. 16 მაისი, 1947, კემბრიჯი) — ინგლისელი ბიოქიმიკოსი. აღმოაჩინა ცხოველური ორგანიზმისთვის აუცილებელი დიეტური კომპონენტები, რომელსაც მოგვიანებით ვიტამინები ეწოდა. 1929 წელს კრისტიან ეიკმანთან მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი (ფილოსოფიის დოქტორი, 1894), სადაც მუშაობდა 1898 წლამდე. 1914 წლიდან იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორი. მისი ძირითადი შრომები ეხება ორგანიზმში აზოტური ცვლის ბიოქიმიას. აღმოაჩინა ტრიფტოფანი (1901), გლუტათიონი (1921). 1906 წელს ჩამოაყალიბა დებულება კვების შეუცვლელი ფაქტორების შესახებ (შეუცვლელი ამინომჟავები). პირველმა დაადგინა კუნთში მუშაობისას რძემჟავის დაგროვება. ვიტამინოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აღმოაჩინა რძის შემადგენლობაში ზრდის მასტიმულირებელი A და D ვიტამინები. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი (1934). ნობელის პრემია (1929, კ. ეიკმანთან ერთად). ჰოპკინზი იყო ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1905-დან; 1930-1935 წლებში — პრეზიდენტი). 1925 მიანიჭეს ბრიტანეთის იმპერიის რაინდობა, 1935 წელს — ღირსების ორდენი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 688.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფრედერიკ ჰოპკინზი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 მედიცინის ეროვნული აკადემია — 1820.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Munk's Roll
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — Leksikografski zavod Miroslav Krleža, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ 9.0 9.1 9.2 Magnusson M. Chambers Biographical Dictionary — W & R Chambers, 1990. — ISBN 978-0-550-16041-6
- ↑ 10.0 10.1 10.2 Хопкинс Фредерик Гоуленд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ The Nobel Prize amounts // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1929 // nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
|