უილიამ კელინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უილიამ კელინი
ინგლ. William G. Kaelin
William G. Kaelin Jr. UNIST CGI 2019.jpg
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი 1957(1957-11-23)[1] (62 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
სამეცნიერო სფერო ონკოლოგია
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დიუკის უნივერსიტეტი
მეუღლე Carolyn Kaelin
ჯილდოები გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის, Stanley J. Korsmeyer Award[2] , Scientific Grand Prize of the Lefoulon-Delalande Fondation, Paul Marks Prize for Cancer Research, Fellow of the AACR Academy, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[3] და მასრაის პრემია

უილიამ კელინ უმცროსი (დაიბადა 1957 წლის 23 ნოემბერს) - ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგ-მეცნიერი. იგი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის და დანა-ფარბერის კიბოს ინსტიტუტის მედიცინის პროფესორი . მისი ლაბორატორია სწავლობს სიმსივნეების სუპრესორულ ცილებს. 2016 წელს კელინმა მიიღო ალბერტ ლასკერის ჯილდო ფუნდამენტური სამედიცინო კვლევებისთვის და AACR პრინცესა ტაკამაცუს ჯილდო . [4] [5] მან ასევე მოიპოვა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2019 წელს, პიტერ რედკლიფთან და გრეგ სემენზასთან ერთად . [6] [7]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელინი დაიბადა ნიუ იორკში 1957 წლის 23 ნოემბერს. [8] კელინმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკასა და ქიმიაში დიუკის უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი მიიღო 1982 წელს. მან რეზიდენტურა გაიარა ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლაში, ხოლო ონკოლოგიური პრაქტიკა მიიღო დანა – ფარბერის კიბოს ინსტიტუტში (DFCI). ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ აღმოაჩინა, რომ სამეცნიერო კვლევები არ იყო მისი ძლიერი მხარე, ამიტომ გადაინაცვლა ლაბორატორიული კვლევის მიმართულებით DFCI-ის , დევიდ ლივინგსტონის ლაბორატორიაში, სადაც მან წარმატებას მიაღწია რეტინობლასტომას შესწავლაში. 1992 წელს მან დააარსა საკუთარი ლაბორატორია DFCI– ში, სადაც მან გამოიკვლია კიბოს მემკვიდრეობითი ფორმები, როგორიცაა ფონ ჰიპელ – ლინდაოს დაავადება. იგი გახდა პროფესორი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, 2002 წელს. [9]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი გახდა ასისტენტ-დირექტორი, ძირითადი მეცნიერებების დანა-ფარბერ / ჰარვარდის კიბოს ცენტრში 2008 წელს. დანა – ფარბერში ჩატარებული კვლევისას ყურადღება გაამახვილა სუპრესიულ გენებში მუტაციების განვითარებაზე კიბოს მიმდინარეობისას. მისი შრომა, ძირითადად, ეფუძნებოდა რეტინობლასტომის, ფონ ჰიპელ – ლინდაოს და p53 -ის სიმსივნეების სუპრესიული გენის საკითხებს.

მისი ნამუშევრები დაფინანსებულია ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, ამერიკული კიბოს საზოგადოების, დორის დუკის საქველმოქმედო ფონდის და სხვების მიერ. [10]

ის მსახურობს სამეცნიერო პროგრამების ვიცე-თავმჯდომარედ დეიმონ რუნიონის კიბოს კვლევის ფონდის საბჭოში [11]

კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილუსტრაცია, თუ როგორ გრძნობენ უჯრედები და ადაპტირდებიან ჟანგბადის ხელმისაწვდომობისას

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, კელინმა 1993 წელს დანა-ფარბერის ინსიტუტში შექმნა ლაბორატორია, რათა გაეგრძელებინა კვლევა სიმსივნის ჩახშობის შესახებ. იგი დაინტერესდა ფონ ჰიპელ – ლინდაოს დაავადებით (VHL). VHL სიმსივნეები, რომლებიც გამოწვეული იყო გენის მუტაციით, ანგიოგენეზური იყო, ქმნიდა სისხლძარღვებს, რომლებიც გამოყოფდა ერითროპოეტინს (EPO), ჰორმონი, რომელიც სხეულის მექანიკის ნაწილია, ჰიპოქსიაზე, ან სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეზე რეაგირების მომხდენი. კელინმა ჰიპოთეზა წამოაყენა, რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი VHL სიმსივნეების წარმოქმნასა და ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტის გამოვლენას შორის. [12] კელინის სამუშაო შეესაბამებოდა პიტერ რედკლიფის და გრეგ სემენზას შრომებს(hypoxia-inducible factors (HIF)). კელინის ნაშრომში დადგინდა, რომ VHL ცილა ხელს შეუწყობს HIF- ის რეგულირებას, ხოლო იმ საგნებში, სადაც VHL ცილები არ იყო წარმოდგენილი, HIF წარმოქმნიდა EPO- ს და მიგვიყვანდა კიბოს წარმოქმნამდე. [13] კელინის, რედკლიფისა და სემენზას ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილია გზა- უჯრედები როგორ გამოავლენენ და რეაგირებენ სისხლში ჟანგბადის დონეზე. მათმა შრომამ საფუძველი ჩაუყარა ანემიით და თირკმელების უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის წამლების შექმნას.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამ კელინი დაქორწინებული იყო მკერდის კიბოს ქირურგ კაროლინ კელინზე, 1988 წლიდან, მის გარდაცვალებამდე, 2015 წლამდე. მათ ორი შვილი ჰყავთ. [14]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. The Stanley J. Korsmeyer Award
  3. https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2019/press-release/
  4. Dr. William G. Kaelin, Jr., to Receive 2016 Science of Oncology Award. asco.org (May 26, 2016). ციტირების თარიღი: April 16, 2017.
  5. 5.0 5.1 About William Kaelin. Harvard University. ციტირების თარიღი: April 16, 2017.
  6. 6.0 6.1 The Nobel Prize in Physiology or Medicine 2019. NobelPrize.org. ციტირების თარიღი: October 7, 2019.
  7. Nobel Prize in Medicine Awarded for Research on How Cells Manage Oxygen - The prize was awarded to William G. Kaelin Jr., Peter J. Ratcliffe and Gregg L. Semenza for discoveries about how cells sense and adapt to oxygen availability.“, The New York Times, October 7, 2019. ციტირების თარიღი: October 8, 2019. 
  8. William G. Kaelin Jr Facts. The Nobel Foundation.
  9. William G. Kaelin, Jr., M.D.. Eli Lilly and Company.
  10. Home page kaelin lab. Harvard University. ციტირების თარიღი: April 16, 2017.
  11. William G. Kaelin Jr., MD. aacr.org. ციტირების თარიღი: April 16, 2017.
  12. Hurst, Jillian H. (September 13, 2016). "William Kaelin, Peter Ratcliffe, and Gregg Semenza receive the 2016 Albert Lasker Basic Medical Research Award". Journal of Clinical Investigation 126 (10): 3628–3638. . ISSN 0021-9738. PMC 5096796. PMID 27620538. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5096796/.
  13. Ledford, Heidi (October 7, 2019). "Biologists who decoded how cells sense oxygen win medicine Nobel". Nature 574 (7777): 161–162. . PMID 31595071.
  14. Grady, Denise. “Carolyn Kaelin, Breast Cancer Surgeon, Patient Advocate and Patient, Dies at 54“, August 9, 2015. ციტირების თარიღი: April 16, 2017. 
  15. AACR Richard and Hinda Rosenthal Memorial Award Recipients. American Association for Cancer Research. ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  16. 2006 Distinguished Clinical Scientist Awards. Doris Duke Charitable Foundation (January 1, 2006). ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  17. Alumni Awards. Duke University School of Medicine. ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  18. Two NAM Members Receive Albert Lasker Basic Medical Research Award. National Academy of Medicine (September 15, 2016). ციტირების თარიღი: October 7, 2019.
  19. William G. Kaelin Jr.. Gairdner Foundation. ციტირების თარიღი: October 7, 2019.
  20. William G. Kaelin Jr.. National Academy of Sciences. ციტირების თარიღი: October 7, 2019.
  21. Claiborn, Kathryn (April 2, 2012). "William G. Kaelin Jr. and Gregg L. Semenza receive the 2012 ASCI/Stanley J. Korsmeyer Award". Journal of Clinical Investigation 122 (4): 1136–1137. . PMC 3314483. PMID 22570862. //www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3314483/.
  22. William G. Kaelin“, Institut de France. Grands Prix des Fondations, April 21, 2015. 
  23. Steven C. Beering Award. Indiana University School of Medicine. ციტირების თარიღი: October 9, 2019.
  24. The 13th Annual Wiley Prize in Biomedical Sciences Awarded for Advancements in Oxygen Sensing Systems. Ludwig Cancer Research (February 14, 2014). ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  25. William G. Kaelin Jr., MD Class of 2014. American Association for Cancer Research. ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  26. BCRF Investigators Honored by the American Society for Clinical Oncology. Breast Cancer Research Foundation (June 16, 2016). ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  27. William G. Kaelin, Jr., MD, receives Princess Takamatsu award from AACR. Dana-Farber Cancer Institute (April 21, 2016). ციტირების თარიღი: October 8, 2019.
  28. 2016 Award Winners. Albert And Mary Lasker Foundation. ციტირების თარიღი: October 7, 2019.
  29. 2018 Massry Prize Laureates. Keck School of Medicine of USC. ციტირების თარიღი: October 7, 2019.

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nobelprize.org including the Nobel Lecture 7 December 2019 The von Hippel-Lindau Tumor Suppressor Protein: Insights into Oxygen Sensing