შინაარსზე გადასვლა

კამილო გოლჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამილო გოლჯი
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1843(1843-07-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი Corteno Golgi, ლომბარდო-ვენეციის სამეფო, ავსტრიის იმპერია[8] [9] [12] [10] [13]
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 1926(1926-01-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [14] [7] [8] [9] [10] (82 წლის)
გარდ. ადგილი პავია, იტალიის სამეფო[8] [9] [12] [10] [13]
დასაფლავებულია monumental cemetery of Pavia[11]
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო
 ავსტრიის იმპერია
Kingdom of Sardinia
საქმიანობა cell biologist, ექიმი[6] , neurologist, პროფესორი, პათოლოგანატომი, ანატომი, პოლიტიკოსი, ბიოლოგი, მეცნიერი[6] და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი სიენის უნივერსიტეტი[8] და პავიის უნივერსიტეტი[8]
ალმა-მატერი Ugo Foscolo - Pavia[8] და პავიის უნივერსიტეტი[8]
განთქმული მოსწავლეები Casimiro Mondino
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
მეუღლე Lina Aletti
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[15] [16] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის და doctor honoris causa from the University of Paris[17]

კამილო გოლჯი (იტალ. Camillo Golgi; დ. 7 ივლისი, 1843, კორტენო [ახლანდ. კორტენო-გოლჯი], იტალია, — გ. 21 იანვარი, 1926, პავია, იტალია) — იტალიელი ექიმი და ჰისტოლოგი. ნერვული სისტემის სტრუქტურის კვლევებისთვის ესპანელ სანტიაგო რამონ-ი-კახალთან ერთად 1906 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა. გოლჯის სახელს ატარებს მიერ მიერ აღმოჩენილი არაერთი ფიზიოლოგიური ფენომენი და ანატომიური სტრუქტურა, ასევე მთვარის ერთ-ერთი კრატერი და მცირე პლანეტა №6875.

დაიბადა 1843 წელს ლომბარდიის ქალაქ კორტენოში, ექიმის ოჯახში. 1865 წელს დაამთავრა პავიის უნივერსიტეტი, სადაც მისი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი ფსიქიატრი ჩეზარე ლომბროზო იყო. შემდეგ მუშაობა პავიის სან-მატეოს ჰოსპიტალში დაიწყო. მისი ჭეშმარიტი ინტერესი ექსპერიმენტული მედიცინა და სამეცნიერო კარიერა იყო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა 1872-1875 წლებში მილანის მახლობლად, ქალაქ აბიატეგრასოს ქრონიკულ სნეულთა ჰოსპიტალში მთავარი ექიმის თანამდებობას დათანხმებოდა. ამ განმარტოებულ დაწესებულებაში გოლჯიმ პატარა სამზარეულო ლაბორატორიად გადააკეთა და ნერვული სისტემის კვლევას შეუდგა. 1873 წელს მან შეიმუშავა ნერვული ქსოვილის ვერცხლის ნიტრატით შეღებვის მეთოდი, რომელიც მის შემდგომ გამოკვლევებში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდა. ამ გზით გოლჯიმ აღმოაჩინა ნერვული უჯრედის ტიპი (მოგვიანებით გოლჯის უჯრედი ეწოდა), რომელსაც მრავალი მოკლე, დატოტვილი მორჩი (დენდრიტი) ჰქონდა და მეზობელ ნერვულ უჯრედებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ამ აღმოჩენის საფუძველზე გერმანელმა ანატომმა ვილჰელმ ფონ ვალდაიერ-ჰარცმა ივარაუდა და ესპანელმა ჰისტოლოგმა სანტიაგო რამონ-ი-კახალმა დაადასტურა, რომ ნერვული უჯრედი (ნეირონი) ნერვული სისტემის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია, რაც თანამედროვე ნევროლოგიის განვითარებაში საეტაპო მოვლენა იყო.

1875 წელს კამილო გოლჯი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, 1879-1880 წლებში მცირე ხნით მუშაობდა სიენის უნივერსიტეტში. პავიაში დაბრუნებულმა 1881 წელს ზოგადი პათოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობაზე შეცვალა მისივე მასწავლებელი ჯულიო ბიძოძერო. 1880 წელს გოლჯიმ პირველად აღწერა სტრუქტურა, რომელიც კუნთის მყესში მგრძნობელობით ფუნქციას ასრულებდა და მოგვიანებით გოლჯის მყესოვანი ორგანო ეწოდა, 1883 წელს კი ნერვულ უჯრედებში აღმოაჩინა მიკროსკოპული ბოჭკოების, ბუშტუკებისა და მარცვლოვანი ელემენტების კომპლექსი, რომელიც ასევე მის სახელს ატარებს (გოლჯის კომპლექსი). 1885-1893 წლებში გოლჯი იკვლევდა მალარიას და დაადგინა, რომ ხანგამოშვებითი მალარიული ცხელების ე. წ. სამდღიანი და ოთხდღიანი ფორმების გამომწვევი პლაზმოდიუმის განსხვავებული სახეობებია და ცხელების პაროქსიზმი სისხლის წითელი უჯრედებიდან (ერითროციტებიდან) პარაზიტის სპორების გამოთავისუფლებას უკავშირდება.

1893-1896 და 1901-1909 წლებში გოლჯი პავიის უნივერსიტეტის რექტორი იყო. ის ასევე ხელმძღვანელობდა მის მიერვე პავიის პროვინციაში დაარსებულ სეროთერაპიისა და ვაქცინოლოგიის ინსტიტუტს. 1900 წელს იტალიის მეფე უმბერტო I-მა სენატორად დანიშნა. აქტიურად მონაწილეობდა პავიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1906 წელს გოლჯის და რამონ-ი-კახალს ნერვული ქსოვილის სტრუქტურის კვლევებისთვის ნობელის პრემია მიენიჭათ. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1917 წლებში უკვე ხანდაზმული მეცნიერი სათავეში ჩაუდგა პავიაში კოლეჯიო-ბორომეოს სამხედრო ჰოსპიტალს, სადაც პერიფერიული ნერვების დაზიანებების კვლევისა და მკურნალობისთვის, ასევე დაჭრილთა რეაბილიტაციისთვის ნევროპათოლოგიური და მექანოთერაპიული ცენტრები შექმნა. 1918 წელს პენსიაზე გავიდა და მუშაობა საკუთარ კერძო ლაბორატორიაში განაგრძო. გარდაიცვალა 1926 წელს, 82 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. 2.0 2.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  3. 3.0 3.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  4. 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 5.0 5.1 I professori dell'Università di Pavia (1859-1961)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 The Fine Art Archive — 2003.
  7. 7.0 7.1 Base biographiqueBIU Santé.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Cimino G. Dizionario Biografico degli Italiani — 2001. — Vol. 57.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
  11. 11.0 11.1 Find a Grave — 1996.
  12. 12.0 12.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119273896 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  13. 13.0 13.1 OPAC SBN
  14. Académie nationale de médecine
  15. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1906Nobel Foundation.
  16. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  17. Liste des docteurs honoris causa de l'Université de Paris de 1918 à 1933 inclus — 1934. — Vol. 9, გამ. 1. — P. 90–95. — ISSN 0041-9176