კარლ III (ნავარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ III
Carlos iii el noble.jpg
ნავარის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1 იანვარი, 1387
მმართ. დასასრული: 8 სექტემბერი, 1425
წინამორბედი: კარლ II
მემკვიდრე: ბლანკა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1361
გარდ. თარიღი: 8 სექტემბერი, 1425, (63-64 წლის)
მეუღლე: ელეანორა კასტილიელი
(ქ. 1375 - გარდ. 1416)
შვილები: ჟანა, ფუას გრაფინია
ბლანკა I, ნავარის დედოფალი
იზაბელა, არმანიაკის გრაფინია
ბეატრისი, ლა მარკის გრაფინია
დინასტია: ევრეები
მამა: კარლ II, ნავარის მეფე
დედა: ჟანა დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

კარლ III ნავარელი (ფრანგ. Charles III de Navarre), მეტსახელად კეთილშობილი (ფრანგ. le Noble; დ. 1361 — გ. 8 სექტემბერი, 1425) — ევრეს დინსტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე კარლ II-ის უფროსი ვაჟი. ნავარის მეფე 1387-1425 წლებში, ასევე ევრეს გრაფი და ნემურის ჰერცოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლი დაიბადა 1361 წელს საფრანგეთში, პარიზიდან 46 კილომეტრში მდებარე ქალაქ მანტ-ლა-ჟოლში. იგი იყო ნავარის მეფე კარლ II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ჟანა დე ვალუას უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ნავარის მეფე ფილიპ III და მისი ცოლი, საფრანგეთის მეფე ლუი X-ის ერთადერთი ასული, ნავარის დედოფალი ჟანა II, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე ჟან II და მისი პირველი მეუღლე, ნორმანდიის ჰერცოგინია ბონა ბოჰემიელი იყვნენ. ასევე ცნობილია, რომ მისი უცმროსი და, პრინცესა ჟანა, შემდეგში ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი გახდა.

1375 წელს კარლი დაქორწინდა კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე II-ის ასულ ელეანორა კასტილიელზე. კარლსა და ელეანორას სულ რვა შვილი შეეძინათ, აქედან მხოლოდ ორი ვაჟი, რომლებიც ჩვილობაშივე დაიღუპნენ, ამიტომაც მის მემკვიდრედ 1382 წელს დაბადებული გოგონა, ჟანა იქცა, რომელსაც სახელი დედამისის პატივსაცემად დაარქვა.

1387 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კარლ III ნავარის მეფედ გვევლინება. როგორც მონარქმა, მან მშვიდობა დაამყარა მეზობელ საფრანგეთთან, კასტილიასთან, არაგონთან, ინგლისთან და ავინიონის პაპთან. მეტის, თავის ცოლის ძმას, ანუ კასტილიის მეფეს იგი გრანადის საამიროს დაპყრობაშიც კი ეხმარებოდა. პარიზის ხელშეკრულებით, კარლმა დაკარგა თავისი უფლებები შამპანსა და ბლუაზე, რომელიც დაუყოვნებლივ გადავიდა საფრანგეთის სამეფო დომენის შემადგენლობაში.

როდესაც მისი უფროსი ვაჟი დაიბადა, სპეციალურად ტახტის მემკვიდრეთათვის კარლმა შექმნა ვიანის პრინცის წოდება, რაც თავის მხრივ საფრანგეთის დოფინის, ესპანური ასტურიისა და ინგლისური უელსის პრინცის ეკვივალენტი იყო. იგი ასევე ხელოვნების დიდი მფარველი იყო, სწორედ მისი დაკვეთით ააგეს პამპლონას გოთიკური ტაძარი. 1423 წელს ნავარის ისტორიაში გაიყვანა პირველი სარწყავი არხები. ქალაქ ტაფალაში ააგო ოტილეს სამეფო სასახლე. იგი გარდაიცვალა 1425 წელს, მის შემდეგ ტახტზე მისი ასული ბლანკა I ადის.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლსა და დედოფალ ელეანორას რვა შვილი ჰყავდათ:

  1. ჟანა (1382-1413), ცოლად გაჰყვა ფუას გრაფ ჟან I-ს;
  2. მარია (1383-1425);
  3. ბლანკა I (1385-1441), ნავარის დედოფალი 1425-41 წლებში. პირველად იქორწინა სიცილიის მეფე მარტინ I-ზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი არაგონის მეფე ხუან II-ს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;
  4. იზაბელა (1395-1435), ცოლად გაჰყვა არმანიაკის გრაფ ჟან IV-ს;
  5. ბეატრისი (1392-1412), ცოლად გაჰყვა ლა მარკის გრაფ ჟაკ II-ს;
  6. მარგარიტა (1390-1403);
  7. კარლი (1397-1402), ვიანის პრინცი;
  8. ლუი (1402), ვიანის პრინცი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Woodacre, Elena (2013). The Queens and Kings Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512. Palgrave Macmillan.