შინაარსზე გადასვლა

დიალექტიკური მატერიალიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიალექტიკური მატერიალიზმიმარქსიზმის მიმდევართა გარკვეული ნაწილის მიხედვით მარქსიზმის საფუძველი. იგი მიუთითებს, რომ კარლ მარქსის თეორია არის დიალექტიკის და მატერიალიზმის სინთეზი. თვითონ მარქსი ამ ტერმინს არ იყენებდა.

დიალექტიკური მატერიალიზმის ჩამოყალიბება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცხრამეტე საუკუნეში, ბუნებისმეტყველებაში მომხდარი აღმოჩენების საფუძველზე, კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა გამოთქვეს შეხედულება, რომ ბუნება მუდმივად ვითარდება და განვითარებას ბუნებაში დიალექტიკური ხასიათი აქვს; ბუნებაში მიმდინარე ყველა პროცესი კი ურთიერთკავშირში და ურთიერთგანპირობებულობაშია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ვლადიმერ ლენინმა განაზოგადა იმდროინდელი სამეცნიერო აღმოჩენები და შემოიღო მატერიის ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც ასახავდა მთელ ობიექტურ სამყაროს და არა მის რომელიმე ფორმას, როგორც ეს სხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს ესმოდათ. მეოცე საუკუნეში მომხდარმა აღმოჩენებმა დაადასტურეს სამყაროს დიალექტიკურ-მატერიალისტური თეორიის ძირითადი დებულებები. მაგალითად, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ დაადასტურა მარქსიზმის კლასიკოსთა მოსაზრებები სივრცისა და დროის, როგორც მატერიის არსებობის წესის შესახებ. კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი ფიქრობდნენ, რომ ბუნებაში აღმოჩენილი დიალექტიკური კანონზომიერებები ვრცელდებოდა საზოგადოებაზეც, ვინაიდან ეს უკანასკნელი ბუნების შემადგენელი ნაწილია. მათი აზრით, საზოგადოებასაც განვითარების მსგავსი კანონები აქვს. ისტორიისადმი დიალექტიკურ-მატერიალისტური მიდგომით, მარქსმა და ენგელსმა გამოთქვეს თავიანთი აზრი კაპიტალისტური სისტემის მჩაგვრელობითი ბუნების შესახებ და შექმნეს ექსპლუატაციისგან თავისუფალი საზოგადოების მოდელი. მათი იდეების ხორცშესხმა სცადეს მოგვიანებით საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]