პოზიტივიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოზიტივიზმიXIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კონტის მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია (რელიგია), რომლის მიხედვით ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.

კონტის მიხედვით ჭეშმარიტების ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურსა და პოზიტიურს (მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის "წარმომადგენლები" მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია პიროვნების მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს პიროვნებათა თავისუფალი ნება განსაზღვრავს.

კონტის მიხედვით დასავლური ცივილიზაციისათვის პირველი სტადია დასრულდა განმანათლებლობის ეპოქით, მეორე — საფრანგეთის რევოლუციით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Amory, Frederic."Euclides da Cunha and Brazilian Positivism", Luso-Brazilian Review. Vol. 36, No. 1 (Summer, 1999), pp. 87–94.
  • Giddens, Anthony. Positivism and Sociology. Heinemann. London. 1974.
  • Gilson, Gregory D. and Irving W. Levinson, eds. Latin American Positivism: New Historical and Philosophic Essays (Lexington Books; 2012) 197 pages; Essays on positivism in the intellectual and political life of Brazil, Colombia, and Mexico,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]