მეტაფიზიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცნობილი მეტაფიზიკოსები
მეტაფიზიკოსები: რენე დეკარტი, პარმენიდე, ჰერაკლიტე, არისტოტელე

მეტაფიზიკა (ბერძ. μεταφυσικά < ძვ. ბერძნ. τὰ μετὰ τὰ φυσικά, სიტყვასიტყვით — „ის, რაც ფიზიკის შემდეგ მოდის“) — ფილოსოფიის დარგი, რომელიც იკვლევს მხოლოდ გონებით გასაგებ უმაღლეს, გრძნობის ორგანოებისთვის მიუწვდომელ და ყოველი არსებულისათვის უცვლელ საწყისებს.

არისტოტელე მას ფილოსოფიის დარგთა შორის უმნიშვნელოვანესად თვლიდა და „პირველად ფილოსოფიას“ ეძახდა. ის მეტაფიზიკას სამ ძირითად ნაწილად ყოფდა:

  1. ონტოლოგია (იკვლევს ყოფიერებასა და არსებობას).
  2. ბუნებრივი თეოლოგია (სწავლობს ღმერთს, რელიგიისა და სპირიტუალურ საკითხებს)
  3. უნივერსალური მეცნიერება (შეისწავლის ლოგიკისა და მსჯელობის პირველად პრინციპებს).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი მეტაფიზიკა აღმოცენდა ძვ. წ. I საუკუნეში, მის მამად ითვლება პარმენიდე. შუა საუკუნეებში იგი თეოლოგიის პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებოდა და წარმოადგენდა მისი თეორიის დასაბუთებას. უძველეს დროსა და აღორძინების ეპოქაში მეტაფიზიკა ბუნებას განიხილავდა როგორც ერთ მთლიანობას. XVII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე იგი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან. თუმცა შემდეგ მოხდა მათი დაშორება უკვე, ვოლფისა და სხვა ფილოსოფოსების ნაშრომებში, მსგავსი სახით გვხვდება მეტაფიზიკა თანამედროვე დროშიც.

თანამედროვე დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელ რეალობაში მეტაფიზიკა გვევლინება ანტიდიალექტიკური სახით, რა დროსაც საგნები და მოვლენები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და უცვლელად მიიჩნევა. ახლა მეცნიერული ცოდნის გაღრმავებისა და დიფერენციაციის გამო იგი დაიშალა მრავალ დარგებად, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მეტაფიზიკის ცნება, ანტიდიალექტიკურად პირველად ჰეგელმა გამოიყენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილოსოფიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1987.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]