ახალი დრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეჟენ დელაკრუა: თავისუფლება უძღვება ხალხს

ახალი დრო ან ახალი ისტორია — პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც მოიცავს შუა საუკუნეების შემდგომ და უახლეს ისტორიამდე არსებულ დროის მონაკვეთს.

ტერმინის გაგება გამოჩნდა აღორძინების დროის ევროპულ ისტორიულ-ფილოსოფიურ აზროვნებაში, როგორც ჰუმანისტების მიერ შემოთავაზებული ისტორიის სამნაწილიანი დაყოფის (უძველესი, შუა და ახალი) ელემენტი. ახალი დროის გამოყოფის კრიტერიუმი, მისი „ახლობა“ გასულ ეპოქასთან შედარებით, ჰუმანისტების აზრით აღორძინების ეპოქის მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება გახდა; უფრო ზუსტად კი, არა სოციალურ- ეკონომიკური, არამედ სულიერ-კულტურული აღორძინება. თუმცა ეს პერიოდი საკმაოდ წინააღმდეგობრივია საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე: აღორძინების მაღალი დონე, რეფორმაცია და ჰუმანიზმი არსებობდნენ მასობრივ „ჩქაფანში“ ირაციონალიზმთან, დემონოლოგიის განვითარებასთან, ასევე გამოვლინებასთან, რომელიც ცნობილია კუდიანებთან ბრძოლის სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]