მატერიალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მატერიალიზმი (ლათ. მატერიალის „საგნობრივი, ნივთიერი“) — ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველადია მატერია, რეალური სამყარო, მეორადი კი — გონი, შემეცნება. ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთობაში დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრისაა იდეალიზმი, რომელიც სულის (შემცნების, გონების) პირველადობას ქადაგებს. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო არავის შეუქმნია, არსებობდა მარად და ყველგან, დროსა და სივრცეში. ამით მატერიალიზმი უპირისპირდება რელიგიას, რომლის მოძღვრებითაც ყოველი არსი ღმერთმა შექმნა. მატერიალიზმმა საუკუნეების განმავლობაში გაიარა განვითარების მრავალი საფეხური (ჰერაკლიტე, თალესი, ანაქსიმენე, ანაქსაგორა, ეპიკურე, ლუკრეციუსი — ანტიკურ ფილოსოფიაში, ტომას ჰობზი, ჯონ ტოლანდი, სპინოზა, დენი დიდრო, პოლ ანრი ჰოლბახი, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი, ლუდვიგ ფოიერბახი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buchner, L. (1920). [books.google.com/books?id=tw8OuwAACAAJ Force and Matter]. New York, Peter Eckler Publishing Co.
  • Churchland, Paul (1981). Eliminative Materialism and the Propositional Attitudes. The Philosophy of Science. Boyd, Richard; P. Gasper; J. D. Trout. Cambridge, Massachusetts, MIT Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]