დრო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დრო (მრავალმნიშვნელოვანი).
მზის ამოსვლა

დრო — მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომერი მონაცვლეობით გამოიხატება.

სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული — ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება.

კლასიკური მექანიკის კანონების მიხედვით, დრო არასდროს ჩერდება — ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის, კვანტურ მექანიკაში კი — დროის მსვლელობა დამოკიდებულია სხეულის სიჩქარეზე, ათვლის სისტემის მიმართ.

სიგრძე შეიძლება მეტრებითა და კილომეტრებით გავზომოთ, წონა - ტონებით, კილოგრამებით, გრამებით... ყველა ეს საზომი პირობითია და ისინი მოფიქრებულია ადამიანის მიერ, დროის ძირითადი საზომი კი ბუნებამ თვითონ მოგვცა.

კერძოდ, დროის აღრიცხვას საფუძვლად დაედო ციურ სხეულთა მოძრაობით განპირობებული ისეთი მოვლემნები, რომლებთაც მეტ-ნაკლებად თანაბარი პერიოდულობით მეორდება. ეს არის დედამიწის ღერძული ბრუნვა, მთვარის ფაზათა ცვლა, რაც დედამიწის ირგვლივ მთვარის გარემოქცევას უკავშირდება, და დედამიწის წლიური სრბოლა მზის ირგვლივ.

დროის ხანგრძლივი შუალედის საზომად იქცა მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო - წელიწადი, რომელთანაც დაკავშირებულია წლიური სეზონური ცვლილებების ციკლი.

მთვარის ფაზების ცვალებადობის პერიოდი - სინოდური თვე და მისგან მომდინარე, ახლანდელი კალენდარული თვე, ემსახურება დროის ათვლას წელიწადის ფარგლებში.

დროის ძირითადი საზომი ერთეულია დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი - დღე-ღამე. ეს პერიოდი იყოფა ორ ნაწილად - დღედ და ღამედ (მათი ხანგრძლივობა იცვლება წლის განმავლობაში). თავდაპირველად თითოეულ მათგანს ყოფდნენ 12 თანაბარ ნაწილად - დღის საათებად და ღამის საათებად. შემდეგ მთელი დღე-ღამე დაყვეს 24 სტაბილურ საათად, საათი - წუთებად (საათის 1/60 ნაწილი) და წამებად (წუთის 1/60 ნაწილი).

თუ დროის აღრიცხვა ემყარება დედამიწის ბრუნვას ვარსკვლავების მიმართ, საქმე გვაქვს ვარსკვლავიერ დროსთან, ხოლო თუ მზის მიმართ ბრუნვაზეა დამყარებული, მაშინ - ჭეშმარიტ მზისიერ დროსთან.

ვარსკვლავიერ დროს ასტრონომები გეოდეზიურ სამუშაოებისა და ასტრონომიული დაკვირვებისათვის იყენებენ, მაგრად ყოველდღიური საქმიანობისთვის მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ამისთვის არც ჭეშმარიტი მზისიერი დრო ვარგა არასტაბილურობის გამო. ამიტომ შემოღებულია თანაბრად მიმდინარე საშუალო მზისიერი დრო.

მნიშვნელოვანი ფაქტები[რედაქტირება]

  • დედამიწა მზის ირგვლივ ტრიალებს. პლანეტის იმ მხარეს, რომელიც მზისკენ არის მიმართულია, დღეა, მეორე მხარეს - ღამე.
  • ერთი წლის განმავლობაში დედამიწა ერთხელ შემოტრიალდება მზის ირგვლივ. დედამიწის სხვადასხვა ადგილებს მზე არათანაბრად ანათებს.
  • მარტიდან სექტემბრამდე დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროა მზისკენ გადახრილი. ამ დროს აქ გაზაფხულს ზაფხული მოსდევს.
  • სექტემბრიდან მარტამდე მზისკენ უფრო გადახრილია სამხრეთი ნახევარსფერო და ამიტომ აქ ზაფხულს შემოდგომა ცვლის. ამ დროს ჩრდილოეთ ნახევარფსეროში შემოდგომას ზამთარი მოსდევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დრო&oldid=2556293“-დან