კლასობრივი ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კლასობრივი ბრძოლა — კონფლიქტი სოციალურ კლასებს შორის, რომელთა ინტერესებიც განსხვავებულია.

კლასობრივი ბრძოლის თეორია ჩამოაყალიბეს კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა. მათ გაანალიზეს კაპიტალისტური საზოგადოების სტრატიფიკაცია კლასებად წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულების მიხედვით: გაბატონებული კლასს, ბურჟუაზიას კერძო საკუთრებაში აქვს წარმოების საშუალებები და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას. ჩაგრული კლასი, პროლეტარიატი მოკლებულია წარმოების საშუალებებს და იძულებულია თავისი სამუშაო ძალა ბურჟუაზიას მიჰყიდოს. ინტერესების წინააღმდეგობა კლასებს შორის ხდება კლასობრივი ბრძოლის მიზეზი, რომელიც იძენს პოლიტიკურ, თეორიულ და ეკონომიკურ ხასიათს. ბურჟუაზია ცდილობს შეინარჩუნოს არსებული ფორმაცია, რაც მშრომელი მასების შეუზღუდავი ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. პროლეტარატი ესწრაფვის არსებული წყობის მოშლას და უკლასო საზოგადოების შექმნას. კლასობრივ ბრძოლაში კარლ მარქსი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, კლასობრივი ბრძოლა სწორედ ის ანტაგონიზმია, რომელიც სოციალურ პროგრესს ამოძრავებს. მარქსისტული თეორიის აზრით, კლასობრივი ბრძოლის პროდუქტია სახელმწიფო — რეპრესიული მანქანა, რომელიც ემსახურება გაბატონებული კლასის ინტერესების დაცვას და დაბალი კლასის წინააღმდეგობის ჩახშობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენგელსი ფ., სამოქალაქო ომი საფრანგეთში, გამოც. მე-3;
  • ლენინი ვ., თხზულებათა სრული კრებული, ტ. 23;
  • მარქსი კ., ენგელსი ფ., კომუნისტური პარტიის მანიფესტი, თბ., 1954;