გიორგი პლეხანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი პლეხანოვი

გიორგი ვალენტინის ძე პლეხანოვი (რუს. Георгий Валентинович Плеханов) (ფსევდონიმი ნ. ბელტოვი და სხვა) (დ. 11 დეკემბერი [ძვ. სტ. 29 ნოემბერი], 1856, სოფ. გუდალოვკა, ახლანდელი ლიპეცკის ოლქი — გ. 30 მაისი, 1918, ტერიოკი, მაშინ ეკუთვნოდა ფინეთს, ახლანდელი ზელენოგორსკი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში) — მარქსიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი, რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე. იყო რსდმპ-ის გაზეთ „ისკრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1883 წელს დააფუძნა პირველი მარქსისტული ორგანიზაცია რუსეთში, ხოლო 1894 წელს რუსი სოციალ-დემოკრატების საზღვარგარეთული კავშირი. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო დროებითი მთავრობის კურსის მხარდამჭერი. იყო ოქტომბრის რევოლუციის მოწინააღმდეგე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]