სოკრატემდელი ფილოსოფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოკრატემდელი ფილოსოფოსებისა და მოაზროვნეების კავშირების გრაფიკული გამოსახულება

სოკრატემდელი ფილოსოფოსები მოღვაწეობდნენ სოკრატემდე ან მის პერიოდში, თუმცა იმჟამად გაბატონებული დოგმები შედარებით ადრე განვითარდა.

სოკრატემდელი ფილოსოფოსები უარყოფდნენ ტრადიციულ მითოლოგიურ ახსნას მათ ირგვლივ არსებული ფენომენისთვის და მას გაცილებით უფრო რაციონალური შეხედულებებით ცვლიდნენ. ამის მიუხედავად, ხშირად ძნელია ზოგიერთ სოკრატემდელთა მიერ გამოყენებული ფაქტობრივი არგუმენტის ძაფის განსაზღვრა, რომლითაც ისინი გარკვეულ შეხედულებებს იცავდნენ. ზოგიერთი მათგანის მთავარი რიტორიკული კითხვები იყო:

  • საიდან მოდის ყველაფერი?
  • რისგან არის ის სინამდვილეში შექმნილი?
  • როგორ ავსხნათ ბუნებაში არსებულ საგანთა სიმრავლე?
  • როგორ შეიძლება ბუნება ავხსნათ მათემატიკურად?

ჯგუფის დანარჩენები წევრები ყურადღებას ამახვილებდნენ პრობლემათა და პარადოქსების ახსნაზე, რაც გვიანდელი მათემატიკის, მეცნიერებისა და ფილოსოფიის შესწავლის ბაზისი გახდა. რა თქმა უნდა, ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსთა მიერ შემოთავაზებული კოსმოლოგიები თანამედროვე მეცნიერებმა განაახლეს, ხოლო გვიანდელმა ფილოსოფოსებმა მათ მიერ მოწოდებული პასუხები უარყვეს, თუმცა სოკრატემდელ ფილოსოფოსთა მიერ დასმული შეკითხვები მუდამ რჩებოდა მრავალი მეცნიერების შესწავლის ქვაკუთხედად.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოკრატემდელი ფილოსოფოსების ნაწერებიდან დღემდე ვერცერთმა სრული ფორმით ვერ მოაღწია და მხოლოდ ფრაგმენტებად არის შემორჩენილი, რომელთაც გვიანდელი ფილოსოფოსებისა და ისტორიკოსების ნამუშევრებში ვხვდებით. ეს წყაროები განსხვავდება თავისი სანდოობითა და სიზუსტით. მაგალითად, პლატონი როგორც წესი სოკრატემდელი ფილოსოფოსების ციტატების პერიფრაზებს მათ დასაცინად იყენებს, III საუკუნის რომის ეპისკოპოსი ჰიპოლიტუსი კი ერეტიკოსებს ადანაშაულებს წარმართულ ფილოსოფოსთა გავლენის ქვეშ მოხვედრაში და სწორედ ამ კონტექსში მოჰყავს ციტატები. მეორე მხრივ, ერთ-ერთმა ყველაზე გვიანდელმა წყარომ, VI საუკუნეში მოღვაწე ნეოპლატონიკოსმა სიმპლიკიოსმა შუალედური წყაროების მიხედვით გრძელი და ზუსტი ამონარიდების შეგროვება შეძლო. მათ გარდა, სოკრატემდელი ფილოსოფოსების ციტატებს ვხვდებით ასევე არისტოტელეს, პლუტარქეს, ციცერონის, სექსტუს ემპირიკუსის, კლემენტი ალექსანდრიელის, დიოგენე ლაერტელის და სხვათა ნაშრომებში. ციტირებებთან ერთად სოკრატემდელთა შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა გვიანდელი შემაჯამებელი ნამუშევრები, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია არისტოტელეს მოწაფის, თეოფრასტოსის ნაწერები, რომელიც ნაწილობრივ შემორჩენილია და აგრეთვე ბევრ შემდგომ ნაწერზეც მოახდინა გავლენა.[1][2]

ფილოსოფოსთა და სკოლათა ჩამონათვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული შეხედულებით სოკრატემდელ ფილოსოფოსთა და მიმდინარეობათა სია:

თალესი (დაახლ. ძვ. წ. 585)
ანაქსიმანდრე (ძვ. წ. 610—547)
ანაქსიმენე (ძვ. წ. 585—525)
პითაგორა (ძვ. წ. 582—496)
ალკმეონ კროტონელი
არიქიტე (ძვ. წ. 428—347)
ქსენოფანე (ძვ. წ. 570—470)
პარმენიდე (ძვ. წ. 510—440)
ძენონ ელეელი (ძვ. წ. 490—430)
ფილოლაოსი (ძვ. წ. 480—405)
მელისე სამოსელი (დაახლ. ძვ. წ. 470-?)
ემპედოკლე (ძვ. წ. 490—430)
ანაქსაგორა (ძვ. წ. 500—428)
ლევკიპე (ძვ. წ. მე-5 ს., ზუსტი თარიღები უცნობია)
დემოკრიტე (ძვ. წ. 460—370)
პროტაგორა (ძვ. წ. 481—420)
გორგია (ძვ. წ. 483—375)
თრასიმაქე
კალიკლე
კრიტიასი
პროდიკე (ძვ. წ. 465—390)
ჰიპია (ძვ. წ. 485—415)
ანტიფონე (ძვ. წ. 480—411)
უცნობი იამბლიქოსი

სხვა ადრეული ბერძენი ფილოსოფოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლონი (ძვ. წ. 594)
ხილონი (ძვ. წ. 560)
თალესი (ძვ. წ. 585)
ბიას პრიენელი (ძვ. წ. 570)
კლეობული (ძვ. წ. 600)
პიტაკუს მითილინელი (ძვ. წ. 600)
პერიანდრი (ძვ. წ. 625-585)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hussey, Edward, The Pre-Socratics, in series, Classical Life and Letters, G. Duckworth & Co., London, 1972. N.B.: A study of Pre-Socratic philosophy within the intellectual culture of Greek and other Antiquity. ISBN 0-7156-0824-X
  • Luchte, James, Early Greek Thought: Before the Dawn, in series, Bloomsbury Studies in Ancient Philosophy, Bloomsbury Publishing, London, 2011. ISBN 978-0567353313

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კირკი, სოკრატემდელი ფილოსოფოსები, გვ. 1-2
  2. Cohen, Readings in Ancient Greek Philosophy, გვ. 7-9