იდეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იდეა (ბერძ.: ιδέα) — სპეციფიკური კონცეფცია, რომელიც ადამიანის გონებაში წარმოიქმნება ფიქრის შედეგად. ტერმინი გამოიყენება, როგორც პოპულარულ, ისე ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში.

ფილოსოფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეხედულებას, რომ იდეები არსებობს საკუთარ რეალობაში ცხოვრებისგან გამიჯნულად ფილოსოფიაში საპატიო ადგილი უჭირავს. ამ შეხედულების მიხედვით ჩვენ იდეას აღმოვაჩენთ ისევე როგორც აღმოვაჩენთ ხოლმე ნამდვილ სამყაროს. ფილოსოფიაში ეს ტერმინი ყველა პერიოდსა და ენაში ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა პოპულარულ ხმარებაში მას მრავალი ინტერპრეტაცია აქვს.

იდეა ტექნიკაში, ტექნოლოგიებში, მართვაში და ეკონომიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოტენციური სარგებლის მქონე მოსაზრება.[1]

ანთროპოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიფუზია სწავლობს იდეების გავრცელებას კულტურიდან კულტურაში. ანთროპოლოგიური თეორიების მიხედვით ყველა კულტურა სხვა ერთი ან რამდენიმე ძირი კულტურიდან იდეების იმიტაციას ახდენს (მაგ. ბიბლიური ადამი ბევრ კულტურაში თავისებურადაა ინტერპრეტირებული, თუმცა ძირი იგივეა). ევოლუციური დიფუზიის თეორიის მიხედვით კულტურები ერთმანეთის იდეების გავლენის ქვეშ არიან, თუმცა მსგავსი იდეები შეიძლება სხვადასხვა კულტურამ სავსებით დამოუკიდებლად განავითაროს (მაგ. დამწერლობა).

მე-20 საუკუნეში სოციალურმა მეცნიერებმა დაიწყეს იდეების ერთი ადამიანიდან ან კულტურიდან სხვებზე გავრცელების ფენომენის შესწავლა. ამ დარგში ევერეტ როჯერსი პიონერი იყო ინოვაციათა დიფუზიის სწავლებაში, რომლის კვლევის საგანი კულტურათა შორის იდეათა ადაპტირების ფაქტორების შესწავლა იყო.

იდეები როგორც საკუთრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ შემთხვევაში იდეა შეიძლება იურიდიულად დაცული იქნას სახელმწიფოს მიერ როგორც ინტელექტუალური საკუთრება. ინტელ. საკუთრების კანონი არ იცავს თვით იდეას, რომელიც ამ ინტ. საკუთრების ბაზისს წარმოადგენს. ასეთი კანონები არ აძლევენ საკუთრების ლეგალურ სტატუსს თვით იდეას, როგორც ასეთს. არამედ, ეს არის იდეის ფუნდამენტალური გამოხატულება, რაც დაცულია სხვადასხვა სახის ინტელ. საკუთრების კანონებით. დანიშნულების მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ე.წ. კოპირაიტი - ორიგინალური ლიტერატურული ნაშრომის შემთხვევაში, პატენტი - გამოგონების შემთხვევაში, რეგისტრირებული სავაჭრო მარკა საქონლის სავაჭრო სახელის შემთხვევაში, ან რეგისტრირებული საინდუსტრიო დიზაინის უფლებები - გარკვეული ობიექტების ფიზიკური ფორმისა და შემადგენლობის შემთხვევაში.

პატენტის კანონი იცავს ახალ იდეას, რომელიც ფუნქციონალური გამოგონება ან ნოუ-ჰაუ არის; კოპირაიტის კანონი იცავს იდეებს გამოხატულს წიგნების, ფილმების, ვიდეოდისკების, კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, მაშინ როცა დანარჩენი კანონები იცავს ინდუსტრიულ დიზაინსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ამ ტიპის კანონებს ავტორთა იდეების გამოხატულების დროებითი დაცვის ფორმა აქვს მონოპოლიის ფორმით.

ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრულ ლიტერატურაში იდეა ასახული აზრობრივი წვდომაა გაბატონებული საზოგადოებრივ იდეალებთან მიმართებით.

  1. 1. თემურ მაისურაძე, უპირატესობის მართვა, თბილისი 2016, გვ.17
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იდეა&oldid=4004156“-დან